1. უი დანადგარის ტიპის შერჩევისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს:
ა) დასამუშავებელი წყლის მაქსიმალური ხარჯი;
ბ) წყლის მიერ უი გამოსხივების გატარების მინიმალური კოეფიციენტის სიდიდე;
გ) წყლის ბაქტერიული დაბინძურების დონე.
2. წყალში უი სხივების გატარების ხარისხსა და ბაქტერიული დაბინძურების დონეზე მონაცემების არარსებობის შემთხვევაში, უი დანადგარის შერჩევა წარმოებს შემდეგ მაჩვენებლების გათვალისწინებით: გატარების კოეფიციენტი – 0,7; საერთო კოლიფორმული ბაქტერიები 1 დმ3-ში – 1000 (კოლი-ინდექსი – 1000).
“ულტრაისფერი დასხივების მეთოდის გამოყენებით გაუსნებოვნების სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 22.01.2004
მუხლი 14
თავი V — მოთხოვნები უი დანადგარის შერჩევისადმი
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “ულტრაისფერი დასხივების მეთოდის გამოყენებით გაუსნებოვნების სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 22.01.2004. გამოქვეყნება: სსმ, 13, 05/02/2004.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “ულტრაისფერი დასხივების მეთოდის გამოყენებით გაუსნებოვნების სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 14, №17/ნ, 22.01.2004, სარეგისტრაციო კოდი 470.150.000.11.119.006.319 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.01.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/57472/muxli-14/