ა) უი დასხივების დოზებზე;
ბ) რესურსზე, უი ნათურების ნამუშევარი დროის გათვალისწინებით;
გ) უი ნათურების გამართულობაზე;
დ) ჰაერში ოზონის შემცველობაზე.
2. დასხივების დოზაზე კონტროლი ხორციელდება გაუსნებოვნების კამერაში ბაქტერიციდული გამოსხივების ინტენსივობისა და მასში წყლის დაყოვნების დროის გათვალისწინებით და გაანგარიშება წარმოებს ფორმულით:
D = E . t ,სადაც
D – დასხივების დოზა, მჯ/სმ2 ;
E – ბაქტერიციდული გამოსხივების მინიმალური ინტენსივობა, მვტ/სმ2 ;
t – გაუსნებოვნების კამერაში წყლის დაყოვნების საშუალო დრო, წმ.
3. ბაქტერიციდული გამოსხივების ინტენსივობა იზომება გამოსხივების სპეციალური გადამწოდ-მიმღების საშუალებით, რომელიც სელექციურად ზომავს 220–280 ნმ ტალღის სიგრძის ბაქტერიციდულ გამოსხივებას.
4. გაუსნებოვნების კამერაში წყლის დაყოვნების საშუალო დროის გაანგარიშება წარმოებს ფორმულით:
S . L
t =
278 . Q ,სადაც t – გაუსნებოვნების კამერაში წყლის დაყოვნების საშუალო დრო, წმ;
S – გაუსნებოვნების კამერის განივი კვეთი, სმ;
L – გაუსნებოვნების კამერის სიგრძე, სმ;
Q – წყლის ხარჯი, მ3/სთ;
278 – განზომილების ერთეულთა გადაანგარიშების კოეფიციენტი.
5. უი დანადგარში გამავალი წყლის ხარჯი კონტროლდება ხარჯსაზომით.
6. გაუსნებოვნების კამერის ზომები (სიგრძე და განივი კვეთა) მწარმოებლის მიერ მითითებულია პასპორტში.
7. ნათურის რესურსზე კონტროლი წარმოებს უი ნათურის ნამუშევარი დროის მრიცხველის ჩვენებით.
8. უი ნათურის გამართულობაზე კონტროლი წარმოებს ნათურის გამართულობის ინდიკატორით.
9. ჰაერში ოზონის კონცენტრაციაზე კონტროლი წარმოებს მეთოდური მითითებების „ჰაერში ოზონის ფოტომეტრიული განსაზღვრა”, №1639–77-ის შესაბამისად
“ულტრაისფერი დასხივების მეთოდის გამოყენებით გაუსნებოვნების სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 22.01.2004
მუხლი 17. 1. უი დანადგარების ექსპლუატაციისას ტექნოლოგიური კონტროლის სისტემა უნდა მოიცავდეს კონტროლს:
თავი VI — მოთხოვნები უი დანადგარების ექსპლუატაციისადმი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 11. 1. უი გამოსხივების მეთოდის გამოყენებაზე შეთანხმება წარმოებს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურთან, შემდეგი დოკუმენტების (მონაცემების) საფუძველზე:
- მუხლი 12. 1. უი დანადგარებს საიმედოობაზე კონტროლის უზრუნველსაყოფად უნდა გააჩნდეს:
- მუხლი 13. 1. მომსახურე პერსონალის დაცვა უი გამოსხივების შესაძლო მავნე ზემოქმედებისაგან უზრუნველყოფილ უნდა იქნეს უი დანადგარის კონსტრუქციით, რომელიც გაუსნებოვნების კამერის ფარგლებს გარეთ უი სხივების გამოსვლის თა
- მუხლი 14. 1. უი დანადგარის ტიპის შერჩევისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს:
- მუხლი 15. 1. დასხივების ერთსა და იმავე პირობებში მიკროორგანიზმების სხვადასხვა სახეობას გააჩნია უი გამოსხივებისადმი მგრძნობელობის სხვადასხვა ხარისხი. ლაბორატორიულ პირობებში მიკროორგანიზმების ზოგიერთი სახეობის 90
- მუხლი 16. 1. სასმელი წყლის გაუსნებოვნებისათვის უი დანადგარების ექსპლუატაციაში გაშვების წინ, ასევე მისი მუშაობის ხანგრძლივად შეჩერების შემდეგ, საჭიროა ჩატარდეს გაუსნებოვნების კამერისა და მიმწოდი მილსადენების დამ
- მუხლი 18. 1. რეგლამენტული სამუშაოები უნდა წარმოებდეს კონკრეტული ტიპის უი დანადგარისათვის ექსპლუატაციის ინსტრუქციის შესაბამისად და აუცილებლად უნდა მოიცავდეს კვარცის შალითების გაწმენდასა და უი ნათურების დროულ შეც
- მუხლი 19. 1. უი დანადგარების მომსახურებაზე დაიშვებიან პირები, რომლებსაც გავლილი აქვთ ამ მოწყობილობებთან მუშაობისას უსაფრთხოების ტექნიკის ინდივიდუალური ინსტრუქტაჟი
- მუხლი 20. 1. საცურაო აუზების წყლის უი გამოსხივებით გაუსნებოვნების ტექნოლოგიური სქემის შერჩევა ხდება ბაქტერიციდული გამოსხივების „მოქმედების შედეგების” არარსებობის გათვალისწინებით
- მუხლი 21. 1. სანიტარიული სიტუაციისა და ეპიდემიოლოგიური ჩვენების მიხედვით მნიშვნელოვანია ზედამხედველობა:
- მუხლი 22. სანიტარიული ზედამხედველობის განხორციელებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს:
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “ულტრაისფერი დასხივების მეთოდის გამოყენებით გაუსნებოვნების სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 17, №17/ნ, 22.01.2004, სარეგისტრაციო კოდი 470.150.000.11.119.006.319 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.01.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/57472/muxli-17/