1. უი დანადგარების მომსახურებაზე დაიშვებიან პირები, რომლებსაც გავლილი აქვთ ამ მოწყობილობებთან მუშაობისას უსაფრთხოების ტექნიკის ინდივიდუალური ინსტრუქტაჟი.
2. მომსახურე პერსონალის შრომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭიროა:
ა) უი დანადგარებთან მომუშავე პირების უსაფრთხოების ტექნიკის ინდივიდუალური ინსტრუქტაჟის ჩატარება;
ბ) უსაფრთხოების იმ წესებისა დაცვა, რომელიც განსაზღვრულია უი დანადგარის პასპორტის ან გამოყენებული ტიპის უი დანადგარებზე არსებული სხვა დოკუმენტების მოთხოვნებში;
გ) მწყობრიდან გამოსული უი ნათურების შენახვის წესების დაცვა;
დ) სამუშაო სათავსების ჰაერში ოზონის შემცველობის კონტროლი. (სამუშაო ზონის ჰაერში ოზონის კონცენტრაცია არ უნდა აღემატებოდეს ჰიგიენურ ნორმატივს – 0,1 მგ/მ3);
ე) პირველი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად აუცილებელი სამედიცინო საშუალებების არსებობა.
3. მწყობრიდან გამოსული უი ნათურები უნდა ინახებოდეს შეფუთული სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე. უტილიზაცია უნდა წარმოებდეს დადგენილი წესის შესაბამისად.
4. კვარცის შალითების ქიმიური გაწმენდის დროს, კანზე სარეცხი ხსნარის მოხვედრისას უნდა მოხდეს დაბანა თბილი წყლითა და საპნით, ხოლო თვალებში მოხვედრისას – ამორეცხვა 2%-იანი ბორმჟავას ან 0,9%-იანი ნატრიუმის ბიკარბონატის (საჭმლის სოდა) ხსნარით.
“ულტრაისფერი დასხივების მეთოდის გამოყენებით გაუსნებოვნების სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 22.01.2004
მუხლი 19
თავი VII — მოთხოვნები შრომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 2%
- განაკვეთი 0,9%
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “ულტრაისფერი დასხივების მეთოდის გამოყენებით გაუსნებოვნების სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 22.01.2004. გამოქვეყნება: სსმ, 13, 05/02/2004.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “ულტრაისფერი დასხივების მეთოდის გამოყენებით გაუსნებოვნების სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 19, №17/ნ, 22.01.2004, სარეგისტრაციო კოდი 470.150.000.11.119.006.319 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.01.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/57472/muxli-19/