1. მომსახურე პერსონალის დაცვა უი გამოსხივების შესაძლო მავნე ზემოქმედებისაგან უზრუნველყოფილ უნდა იქნეს უი დანადგარის კონსტრუქციით, რომელიც გაუსნებოვნების კამერის ფარგლებს გარეთ უი სხივების გამოსვლის თავიდან აცილების გარანტიას იძლევა.
2. უი დანადგარების გაუსნებოვნების კამერები დამზადებულ უნდა იქნეს იმ მასალებისაგან, რომლებიც დაშვებულია წყალმომარაგებაში გამოყენებისათვის.
3. უი ნათურების შენახვისათვის გათვალისწინებულ უნდა იქნეს სპეციალური ადგილი.