ა) ბაქტერიციდული ნათურა;
ბ) გაუსნებოვნების კამერა;
გ) კვარცის შალითა.
2. უი გამოსხივების წყაროდ გამოიყენება გაზგანმმუხტველი ნათურები, 205–315 ნმ ტალღის სიგრძის დიაპაზონით. ნათურები, რომელთა კონსტრუქცია ვერცხლისწყლის განმმუხტვის გამოსხივების სპექტრის 185 ნმ-ის ხაზს შეიცავს, მუშაობის პროცესში ჰაერში წარმოქმნის ოზონს.
3. წყლის გამაუსნებოვნებელ დანადგარებში გამოყენებული ნათურების ძირითადი ტიპები შევსებულია ვერცხლისწყლის ორთქლისა და ინერტული აირების ნარევით, რომლებიც მუშაობენ მაღალი და დაბალი წნევის რეჟიმში:
ა) დაბალი წნევის ნათურებს გააჩნიათ 2–200 ვტ ელექტრული სიმძლავრე და 40–150 0C სამუშაო ტემპერატურა. ამ ტიპის ნათურებში 30% ელექტრული ენერგია გარდაიქმნება 254 ნმ ტალღის სიგრძის ბაქტერიციდულ გამოსხივებად. დაბალი წნევის ნათურების მუშაობის ხანგრძლივობა შეადგენს 5000–10000 სთ-ს;
ბ) მაღალი წნევის ნათურებს გააჩნიათ 50–10000 ვტ სიმძლავრე და მუშაობენ 600–8000C ტემპერატურისას. ამ ნათურებს აქვთ გამოსხივების ფართო სპექტრი და მოკლეტალღიანი გამოსხივების არეში მარგი ქმედების დაბალი კოეფიციენტი. მათი გამოყენება წყლის გაუსნებოვნების ტექნოლოგიაში განპირობებულია ნათურების დიდი სიმძლავრით.
4. კონსტრუქციის მიხედვით უი ნათურები იყოფა: ნათურები ამრეკლებითა და ნათურები დამცავი კვარცის შალითებით.
ა) უი ნათურები ამრეკლებით გამოიყენება დანადგარებში გამოსხივების ჩაუყურსავი წყაროთი. ნათურები მოთავსებულია თავისუფლად, გამდინარე წყლის ზემოთ და, ამგვარად, დანადგარში ნათურებს წყალთან უშუალო კონტაქტი არ აქვთ;
ბ) უი ნათურები დამცავი კვარცის შალითით გამოიყენება დანადგარებში გამოსხივების ჩაყურსული წყაროთი. ნათურები დამცავი შალითით მოთავსებულია წყლის ნაკადში და გარსშემოდენილია წყლით ყველა მხრიდან. დამცავი შალითები ჩვეულებრივ მზადდება კვარცის მინისაგან და გამიზნულია ნათურების ტემპერატურული რეჟიმის სტაბილიზაციისათვის.
5. წყლის გაუსნებოვნებისათვის უკეთესია გამოიყენებულ იქნეს დანადგარები გამოსხივების ჩაყურსული წყაროთი, უი ნათურების ეფექტურობის მაქსიმალური გამოყენების მიზნით
“ულტრაისფერი დასხივების მეთოდის გამოყენებით გაუსნებოვნების სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 22.01.2004
მუხლი 6. 1. უი გამოსხივებით წყლის გაუსნებოვნებისათვის გამოიყენება ბაქტერიციდული დანადგარები, რომელთა ძირითადი ელემენტებია:
თავი III — ზოგადი დებულებები
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 30%
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. 1. წინამდებარე სანიტარიული წესები შემუშავებულია „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და ადგენს ძირითად სანიტარიულ მოთხოვნებს ცენტრალიზებული სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგებისა და
- მუხლი 2. ტერმინი
- მუხლი 3. 1. უი გამოსხივების მეთოდი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ცენტრალიზებული სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგების, ჩამოსასხმელი და საცურაო აუზების წყლების გაუსნებოვნებისათვის
- მუხლი 4. 1. უი გამოსხივებას გააჩნია გამოხატული ბიოციდური ეფექტი სხვადასხვა მიკროორგანიზმების მიმართ, ბაქტერიების, ვირუსებისა და სოკოების ჩათვლით
- მუხლი 5. 1. უი გამოსხივებით წყლის გაუსნებოვნების დასახული ხარისხის მისაღწევად აუცილებელია გაუსნებოვნების პროცესზე მოქმედი შემდეგი ძირითადი ფაქტორების გათვალისწინება:
- მუხლი 7. 1. უი დანადგარებმა უნდა უზრუნველყონ დასხივების დოზის თანაბარი განაწილება დასამუშავებელი წყლის მთელ მოცულობაში. თანაბარზომიერი დასხივება მიიღწევა ნაკადის ტურბულენტობის ხარჯზე, დანადგარში წყლის დინების
- მუხლი 8. 1. უი გამოსხივების მეთოდით წყლის გაუსნებოვნებისას არ არსებობს დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებული პრობლემები. უი დასხივების მომატებული დოზები არ იწვევს ჰიგიენურად მნიშვნელოვან წყლის თვისებების არკეთილ
- მუხლი 9. 1. ცენტრალიზებული წყალმომარაგების წყლის მომზადების ტექნოლოგიაში, უი გამოსხივება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს როგორც წყლის გაუსნებოვნების წინასწარ, ისე დასკვნით ეტაპებზე
- მუხლი 11. 1. უი გამოსხივების მეთოდის გამოყენებაზე შეთანხმება წარმოებს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურთან, შემდეგი დოკუმენტების (მონაცემების) საფუძველზე:
- მუხლი 12. 1. უი დანადგარებს საიმედოობაზე კონტროლის უზრუნველსაყოფად უნდა გააჩნდეს:
- მუხლი 13. 1. მომსახურე პერსონალის დაცვა უი გამოსხივების შესაძლო მავნე ზემოქმედებისაგან უზრუნველყოფილ უნდა იქნეს უი დანადგარის კონსტრუქციით, რომელიც გაუსნებოვნების კამერის ფარგლებს გარეთ უი სხივების გამოსვლის თა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “ულტრაისფერი დასხივების მეთოდის გამოყენებით გაუსნებოვნების სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 6, №17/ნ, 22.01.2004, სარეგისტრაციო კოდი 470.150.000.11.119.006.319 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.01.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/57472/muxli-6/