2. წინამდებარე დოკუმენტი განსაზღვრავს ჰიგიენურ მოთხოვნებს დასამუშავებელი წყლის ხარისხისადმი და უი დასხივების ეფექტური დოზის სიდიდისადმი წყლის გაუსნებოვნების სათანადო ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, აგრეთვე უი გამოსხივების დანადგარებისადმი და წყლის დამუშავების ტექნოლოგიურ სქემაში მათი მიერთებისადმი.
3. სანიტარიული წესები ადგენს იმ სანიტარიულ-ტექნიკურ ღონისძიებებს, რომელთა განხორციელებაც უზრუნველყოფს წყლის დამუშავების სათანადო ბაქტერიციდულ ეფექტსა და უი დანადგარების ექსპლუატაციის სანიტარიულ საიმედოობას, აგრეთვე მომსახურე პერსონალის შრომის უსაფრთხო პირობებს.
თავი II
ტერმინები, ცნებები და საზომი ერთეულებ