1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის, პირველი მოადგილე. საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს თავის შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 36-ე მუხლის და ამ რეგლამენტის 99-ე მუხლით დადგენილი წესით ირჩევს საკრებულო.

2. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის და მოადგილეების კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარეს. ერთი და იგივე კანდიდატურა შეიძლება დასახელდეს მხოლოდ ორჯერ.

3. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას მისი დავალებით, თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან გადაყენებისას (გადადგომისას); ახორციელებს საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მიცემულ სხვა დავალებებს. პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას ახორციელებს ერთ-ერთი მოადგილე თავმჯდომარის დავალებით. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არცერთი მოადგილე არ არის არჩეული ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეთა მიერ უფლებამოსილების განხორციელება შეუძლებელია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს საკრებულოს უხუცესი წევრი.

4. საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს უფლება არა აქვთ, ეწეოდნენ სამეწარმეო ან ანაზღაურებად საქმიანობას გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იმავდროულად არ შეიძლება იყოს საკრებულოს კომისიის ან ფრაქციის თავმჯდომარე.

5. საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტის მე-100 მუხლით დადგენილი წესით გადარჩევის, თანამდებობიდან გადადგომის, მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში.

6. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები კოორდინაციას უწევენ საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრულ მუდმივმოქმედ კომისიებს.

თავი IV

საკრებულოს ბიუ