1. საკრებულოს საქმიანობის ორგანიზების და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა საქმიანობის კონტროლის მიზნით საკრებულოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილის, მოადგილეების, კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების შემადგენლობით იქმნება საკრებულოს ბიურო.
2. საკრებულოს ბიურო:
ა) ადგენს საკრებულოს სამუშაო გეგმის და მის საფუძველზე საკრებულოს მორიგი სხდომების დღის წესრიგის პროექტებს;
ბ) იღებს გადაწყვეტილებებს საკრებულოს მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებზე, ადგენს საკრებულოს მორიგი სხდომის ჩატარების განრიგის პროექტს;
გ) კოორდინაციას უწევს საკრებულოს კომისიების, დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობას; საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების სამუშაო გეგმებს;
დ) სამანდატო საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის წარგინებით, გარდა ახალი საკრებულოს პირველი სხდომისა ამტკიცებს კომისიებში ფრაქციების და საკრებულოს უფრაქციო წევრების პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს.
ე) ცნობად იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების შემადგენლობაში შეტანილ ცვლილებას, ფრაქციების შემადგენლობაში შეტანილ ცვლილებებს, ფრაქციის თავმჯდომარის ცვლილებების და თანამდებობის პირების გადადგომის შესახებ ინფორმაციას.
ვ) იღებს გადაწყვეტილებას საკრებულოში ინიციირებული სამართლებრივი აქტის პროექტის გამოქვეყნების, პროექტის საკრებულოს კომისიებში, ფრაქციებში და მერიაში დაგზავნის, სამართლებრივი აქტის პროექტზე ძირითადი კომისიის (კომისიების) განსაზღვრის, პროექტის განხილვის ვადების და საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის სავარაუდო თარიღის შესახებ, განიხილავს სამართლებრივი აქტების პროექტებზე საკრებულოს კომისიების და დროებითი სამუშაო ჯგუფების დასკვნებს და წინადადებებს.
ზ) შეიმუშავებს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტსა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამუშაო გეგმის პროექტს;
თ) ისმენს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა ანგარიშებს;
ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებ