1. საკრებულოს კომისია არის საკრებულოს მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც იქმნება საკრებულოში საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს, მერიის სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კონტროლის მიზნით.
2. საკრებულოს კომისიათა რაოდენობა, დასახელება და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ რეგლამენტის 24-ე მუხლით. საკრებულოს მუდმივმოქმედ კომისიათა რაოდენობა არ უნდა იყოს 5–ზე მეტი.
3. საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს ბიუროს ან საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის 1/3-ს უფლება აქვთ სათანადო წერილობითი დასაბუთების წარდგენით დააყენონ ახალი კომისიის შექმნის, არსებული კომისიის გაუქმების ან კომისიათა გაერთიანების საკითხი. საკრებულოს მიერ ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიიღება რეგლამენტის შესაბამის მუხლში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის გზით ამ რეგლამენტის 137-ე მუხლით დადგენილი წესით.
4. საკრებულოს კომისიები იქმნება მხოლოდ საკრებულოს წევრთაგან.
5. საკრებულოს წევრი, გარდა საკრებულოს თავმჯდომარისა ვალდებულია იყოს ერთი, მაგრამ არაუმეტეს ორი კომისიის წევრი.
6. საკრებულოს კომისია იქმნება საკრებულოს არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე არ შეიძლება იმავდროულად იყოს საკრებულოს სხვა კომისიის თავმჯდომარეც.
7. საკრებულოს კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც გაერთიანებული არ არიან არცერთ ფრაქციაში
8. საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისია და ამტკიცებს საკრებულოს ბიურო, ხოლო ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომაზე მათ განსაზღვრავს და ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
9. კომისიის შემადგენლობაში ცვლილების საკითხი წარედგინება საკრებულოს სამანდატო საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიას, რომელიც ინფორმაციას წარუდგენს საკრებულოს ბიუროს. კომისიის შემადგენლობაში ცვლილება გახორციელებულად მიიჩნევა აღნიშნული ფაქტის ბიუროს მიერ ცნობად მიღების მომენტიდა