1. კომისიის წევრს უფლება აქვს:

ა) თანაბარ საწყისებზე მონაწილეობდეს კომისიის მუშაობაში;

ბ) განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები, ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია;

გ) ნებისმიერ დროს გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან;

დ) განახორციელოს საკრებულოს რეგლამენტით და კომისიის თავმჯდომარის მიერ მისთვის დაკისრებული სხვა უფლებამოსილებანი.

2. კომისიის წევრი ვალდებულია დაესწროს კომისიის სხდომას და მონაწილეობა მიიღოს მის მუშაობაში.

3. კომისიის წევრის უფლებამოსილება უწყდება:

ა) საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში;

ბ) ფრაქციიდან გასვლის შემთხვევაში რომლის მიერაც იგი წარდგენილი იყო კომისიაში;

გ) კომისიიდან გამოსვლის შესახებ წერილობითი განცხადების წარდგენის შემთხვევაში.

4. კომისიის წევრის მიერ კომისიიდან გასვლის შესახებ წერილობითი განცხადება ჰბარდება საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიას, რომელიც განცხადებას წარუდგენს საკრებულოს ბიუროს სხდომას. ბიურო კომისიიდან გასვლის შესახებ საკრებულოს წევრის განცხადებას იღებს ცნობად კენჭისყრის გარეშე. კომისიის წევრს კომისიის წევრობის უფლებამოსილება უწყდება აღნიშნული ფაქტის ბიუროს მიერ ცნობად მიღებისთანავე.

5. ინფორმაცია საკრებულოს წევრის ფრაქციიდან გასვლის შესახებ წარედგინება საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისია