1. საკრებულოს კომისიებია:
ა) სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისია;
ბ) საფინანსო-საბიუჯეტო კომისია;
გ) სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების კომისია;
დ) ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისია;
ე) სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია.
2. საკრებულოს კომისიათა უფლებამოსილება, სტრუქტურა და მუშაობის წესი განისაზღვრება ამ რეგლამენტით და კომისიის დებულებით. კომისიის დებულებას საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარე შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზ