1. საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებები ფორმდება ბიუროს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს ბიუროს სხდომის თავმჯდომარე, ოქმი შეიცავს ბიუროს სხდომის გადაწყვეტილებებს, რომელიც ფორმდება ბიუროს სხდომის თავმჯდომარის ბრძანებით.
2. საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმში მიეთითება:
ა) საკრებულოს ბიუროს სხდომის დრო და ადგილი;
ბ) სხდომის თავმჯდომარის და ბიუროს სხდომაზე დამსწრე პირების ვინაობა;
გ) განხილვის საგანი;
დ) კენჭისყრის შედეგები;
ე) მიღებული გადაწყვეტილება.
3. საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმს აფორმებს და ამ რეგლამენტის 134-ე მუხლით დადგენილი წესით აქვეყნებს საკრებულოს აპარატი ბიუროს სხდომის ჩატარებიდან 10 დღის ვადაში.
4. საკრებულოს ბიუროს ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.
საკრებულოს კომისიები, დროებითი სამუშაო და თემატური მოკვლევის ჯგუფე