1. ბიუროს სხდომებს, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება დაესწროს, ამ საკითხზე მომუშავე დროებითი სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე.

2. ბიუროს სხდომაზე საკითხის განხილვაში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ ბიუროს წევრებს, აგრეთვე სათათბირო ხმის უფლების მქონე პირს. კამათი შეიძლება შეწყდეს მხოლოდ მაშინ, როცა ბიუროს ყველა წევრს მიეცემა აზრის გამოთქმის შესაძლებლობა.

3. ბიუროს წევრს, რომელიც არ ეთანხმება ბიუროს გადაწყვეტილებას უფლება აქვს თავისი მოსაზრების შეტანა მოითხოვოს ბიუროს სხდომის ოქმში.

4. საკრებულოს ბიუროს სხდომის მუშაობაზე ვრცელდება საკრებულოს სხდომის მუშაობის შესაბამისი წესები.

5. ცალკეულ საკითხებში განხილვის მიზნით ბიუროს სხდომაზე შესაძლებელია მოწვეულ იქნეს მუნიციპალიტეტის მერი და მერიის თანამდებობის პირები, ან მათი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირებ