საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 05.04.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-178
სარეგისტრაციო კოდი 010020000.22.023.016785
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/04/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 303 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 18.04.2023 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს სახელმწიფომნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვს წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 11.08.2025 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 04.04.2023 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 03.05.2023 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 28.06.2023

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-178 2023 წლის 5 აპრილი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2022 წლის  14 დეკემბრის №572 დადგენილებთ დამტკიცებული „აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესის“  შესაბამისად, ვბრძანებ : მუხლი 1🔗 1. დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს  (შემდგომში – სააგენტო) სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები: ა) ემბლემა; ბ) ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ბლანკის ნიმუში; გ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის ნიმუში. 2. სააგენტოს ემბლემა წარმოადგენს მეწამული (წითელი) არშიით შემოსაზღვრულ ჰერალდიკურ ფარს, რომლის ვერცხლის (თეთრ) ველზე გამოსახულია სამი მიმართულების (ვეტერინარიის, სურსათის უვნებლობის და ფიტოსანიტარიის) ამსახველი ლაჟვარდის (ლურჯი) ფერის სამი რკალი და მეწამულით (წითელი) შედგენილი ნიშანი, როგორც სურსათის უვნებლობასთან ასოცირებული სიმბოლო. მუხლი 2🔗 1. ემბლემის გამოყენება (აღმართვა, გამოფენა, გამოსახვა) ხდება სააგენტოს საქმიანობის ფარგლებში და მიზნებისათვის. 2. ემბლემა შეიძლება გამოისახოს: ა) სააგენტოს ვებგვერდზე; ბ) სააგენტოს საინფორმაციო ბანერებზე, აბრებზე; გ) სამსახურეობრივი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაგზავნილ წერილებზე; დ) სააგენტოს თანამშრომლის სამსახურებრივ მოწმობაზე; ე) სააგენტოს სარგებლობაში არსებულ ავტომობილზე; ვ) სააგენტოს ბეჭდვით გამოცემებზე, ვიდეო და ფოტომასალებზე; ზ) სარეკლამო-საინფორმაციო, სუვენირულ პროდუქციაზე და სამსახურებრივ ინვენტარზე. თ) სააგენტოს თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალურ ტანსაცმელზე (უნიფორმაზე). 3. საჭიროების შემთხვევაში, ემბლემის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები შესაძლებელია დაზუსტდეს სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 4. სააგენტომ ემბლემის აღმართვისას იხელმძღვანელოს „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებთან ერთად სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 ივნისის №282 დადგენილებით. 5. სააგენტომ უზრუნველყოს „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების გატარება.  მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ შამუგია