,,საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურებრივი ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 19 აპრილის N25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№35/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430210000.22.022.018290
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/05/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №35/ნ

2023 წლის 22 მაისი

ქ. თბილისი

,,საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურებრივი ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 19 აპრილის №25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურებრივი ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 19 აპრილის №25/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 20/04/2023, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.018280) დამტკიცებული დანართის:

 

1. პირველი პუნქტის:

ა) 1.2. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.2. ნაქსოვი პულოვერი:

 

ხაკისფერი ნაქსოვი პულოვერი, მუქი ლურჯი მანჟეტებითა და მუქი ლურჯი საყელოთი. პულოვერის საწყისი რეზინი იწყება სპეციალური რეზინით, რომლის დასრულების შემდეგ კალთების ქსოვა გრძელდება ელასტიკი ქსოვით. პულოვერს აქვს გადმოფენილი მუქი ლურჯი ფერის საყელო, რომელთან მდებარე ფურცლაკებიც არის მუქი ლურჯი ფერის. პულოვერის სახელოები სრულდება გარეზინებული ქსოვის მუქი ლურჯი მანჟეტებით. პულოვერის წინა მარცხენა მხარეს, მარცხნივ დატანილი აქვს 7სმ-იანი მანდატურის სამსახურის ემბლემა (პრინტით), ხოლო მარჯვენა მკლავზე დატანილი აქვს 6სმ/4სმ-ზე საქართველოს დროშა (პრინტით).

პულოვერის ქსოვილის შემადგენლობა: აკრილანი 50% (±5%) და ბამბა 50% (±5%). გრამაჟი: 1 მეტრკვადრატი არანაკლებ 350 გრამისა.“;

 

ბ) 1.3. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.3. შარვალი (მამაკაცის/ქალის):

მუქი ლურჯი ფერის სწორი სილუეტის ჩაშვებული შარვალი. შარვლის წინა ნაწილზე განთავსებულია დამუშავებული დახრილი ჯიბეები, შარვლის წინა მხარის შუა ნაწილში, ნაფენი- ნაფენით. შარვლის სათავე 4სმ სიგრძისაა წინჩაკერებული შოვით მთელ სიგრძეზე. შარვლის სათავეზე დაკერებულია 6სმ-იანი საქამრე. შარვლის სათავე შიგნიდან დამუშავებულია მარეგულირებელი რეზინით და ღილით. შარვალი იკვრება ელვაშესაკრავით, ერთ ღილზე.

ქსოვილის შემადგენლობა: 65% (±5%) პოლიესტერი და 35% (±5%) ვისკოზა. გრამაჟი:200გრ (±10გრ). ფერის მედეგობა რეცხვასა და სინათლეზე არანაკლებ 4.“.

 

2. მე-2 პუნქტის 2.3 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.3. შარვალი (მამაკაცისთვის/ქალისთვის):

მუქი ლურჯი ფერის სწორი სილუეტის ჩაშვებული შარვალი. შარვლის წინა ნაწილზე განთავსებულია დამუშავებული დახრილი ჯიბეები, შარვლის წინა მხარის შუა ნაწილში ნაფენი- ნაფენით. შარვლის სათავე 4სმ სიგრძისაა წინჩაკერებული შოვით მთელ სიგრძეზე. შარვლის სათავეზე დაკერებულია 6სმ-იანი საქამრე. შარვლის სათავე შიგნიდან დამუშავებულია მარეგულირებელი რეზინით და ღილით. შარვალი იკვრება ელვაშესაკრავით, ერთ ღილზე.

ქსოვილის შემადგენლობა: 65% (±5%) პოლიესტერი და 35% (±5%) ვისკოზა. გრამაჟი: 200გრ (±10გრ). ფერის მედეგობა რეცხვასა და სინათლეზე არანაკლებ 4.“.

 

3. მე-3 პუნქტის 3.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.2. შარვალი (მამაკაცისთვის/ქალისთვის):

მუქი ლურჯი ფერის სწორი სილუეტის ჩაშვებული შარვალი. შარვლის წინა ნაწილზე განთავსებულია დამუშავებული დახრილი ჯიბეები, შარვლის წინა მხარის შუა ნაწილში ნაფენი- ნაფენით. შარვლის სათავე 4სმ სიგრძისაა წინჩაკერებული შოვით მთელ სიგრძეზე. შარვლის სათავეზე დაკერებულია 6სმ-იანი საქამრე. შარვლის სათავე შიგნიდან დამუშავებულია მარეგულირებელი რეზინით და ღილით. შარვალი იკვრება ელვაშესაკრავით, ერთ ღილზე.

ქსოვილის შემადგენლობა: 65% (±5%) პოლიესტერი და 35% (±5%) ვისკოზა. გრამაჟი: 200გრ (±10გრ). ფერის მედეგობა რეცხვასა და სინათლეზე არანაკლებ 4.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი ამილახვარი