,,საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ პროფესიული ან/და უმაღლესი განათლების ფარგლებში განხორციელებული ისეთი საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომლებიც პირდაპირ კავშირშია სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოების დაცვასთან” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 23 აგვისტოს №96/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№39/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.022.018294
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/06/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №39/ნ

2023 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ პროფესიული ან/და უმაღლესი განათლების ფარგლებში განხორციელებული ისეთი საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომლებიც პირდაპირ კავშირშია სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოების დაცვასთან“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 23 აგვისტოს №96/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 

მუხლი 1
,,საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ პროფესიული ან/და უმაღლესი განათლების ფარგლებში განხორციელებული ისეთი საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომლებიც პირდაპირ კავშირშია სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოების დაცვასთან“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 23 აგვისტოს №96/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 24/08/2022, სარეგისტრაციო კოდი: 470230000.22.022.018204) დამტკიცებული „საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ პროფესიული ან/და უმაღლესი განათლების ფარგლებში განხორციელებული ისეთი საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალის, რომლებიც პირდაპირ კავშირშია სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოების დაცვასთან“:

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც სრულდება „შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვით ტექნოლოგიებში“ (კვალიფიკაციის კოდი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 24​4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული ,,სწავლის სფეროების კლასიფიკატორის“ (შემდგომ – ,,სწავლის სფეროების კლასიფიკატორი“) მიხედვით: 0712.3.1) უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭებით, ჩაითვალოს სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოების დაცვასთან პირდაპირ კავშირში მყოფ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებად.“;

ბ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ განხორციელებული ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის კვალიფიკაციის მინიჭების მიზნით, პირდაპირ კავშირშია სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოების დაცვასთან და რომლის მისანიჭებელი კვალიფიკაცია განსაზღვრულია ,,სწავლის სფეროების კლასიფიკატორის“ ძალაში შესვლამდე მოქმედი „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ,,ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს“ (შემდგომ – „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო“) მიხედვით ან ,,ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს“ ძალაში შესვლამდე მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შუამდგომლობის ან დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, განისაზღვრება კომისიური წესით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი ამილახვარი