“საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №5 ბრძანებით დამტკიცებულ “ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დებულებაში” ცვლილებების შეტანის შესახებ”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№3/125
სარეგისტრაციო კოდი
450.010.000.11.107.006.577
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 73, 19/07/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

“საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №5 ბრძანებით დამტკიცებულ “ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დებულებაში” ცვლილებების შეტანის შესახებ”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 450.010.000.11.107.006.577
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის
ბრძანება №3/125
2004 წლის 15 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №5 ბრძანებით დამტკიცებულ „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დებულებაში” ცვლილებების შეტანის შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ზ” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის გადაცემასთან დაკავშირებით, საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №5 ბრძანებით დამტკიცებულ „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დებულებაში” (სსმ III, 2001 წ., №18, მუხ. 159) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. დებულების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ფონდის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო”.
2. დებულების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ფონდის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. № 4”.
3. დებულების მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ფონდის მიზნები და ამოცანებია საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო დაწესებულება – საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტთან არსებული სათათბიროს გადაწყვეტილებით, საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტთან არსებული ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების რეესტრში გატარებულ ორგანიზაციათა პროგრამების, ღონისძიებებისა და პროექტების დაფინანსება და ამ მიზნით გამოყოფილი სახსრების ხარჯვის კონტროლი ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად”.
4. დებულების მე-7 პუნქტის „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მოამზადოს საკითხები ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდის კომპეტენციის სფეროებიდან და განსახილველად წარუდგინოს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს;”.
5. დებულების მე-7 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად განსაზღვროს ფონდის სახსრების ხარჯვის კონკრეტული მიმართულებანი;”.
6. დებულების მე-8 პუნქტის „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში;”.
7. დებულების V თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„V. ფონდის სახელმწიფო კონტროლი
9. ფონდის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
10. ფონდის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.
11. საქმიანობას, რომლისათვისაც საჭიროა სპეციალური თანხმობა, ფონდი განახორციელებს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, სათანადო უფლებამოსილი ორგანოებისაგან თანხმობის მიღების შემდეგ”.
8. დებულების მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. ფონდს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი”.
9. დებულების მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. ფონდის სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას ამტკიცებს ფონდის დირექტორი საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით”.
10. ამოღებულ იქნეს დებულების მე-14 პუნქტი.
11. დებულების მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„16. ფონდის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად”.
12. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. გაბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა “საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №5 ბრძანებით დამტკიცებულ “ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დებულებაში” ცვლილებების შეტანის შესახებ”?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №5 ბრძანებით დამტკიცებულ “ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დებულებაში” ცვლილებების შეტანის შესახებ” ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.07.2004.
როდის იქნა მიღებული “საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №5 ბრძანებით დამტკიცებულ “ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დებულებაში” ცვლილებების შეტანის შესახებ”?
“საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №5 ბრძანებით დამტკიცებულ “ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დებულებაში” ცვლილებების შეტანის შესახებ” მიღებულია 15.07.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს კულტურის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №3/125. სარეგისტრაციო კოდი — 450.010.000.11.107.006.577.
რომელი დოკუმენტები უთითებენ “საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №5 ბრძანებით დამტკიცებულ “ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დებულებაში” ცვლილებების შეტანის შესახებ”-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის “საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №5 ბრძანებით დამტკიცებულ “ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დებულებაში” ცვლილებების შეტანის შესახებ”-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.07.2004 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №5 ბრძანებით დამტკიცებულ “ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დებულებაში” ცვლილებების შეტანის შესახებ”, №3/125, 15.07.2004, სარეგისტრაციო კოდი 450.010.000.11.107.006.577 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/58222/