საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის:
ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში სამოქალაქო საავიაციო რეისებისა და სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებისთვის განკუთვნილი საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების მიწოდება;“;
ბ) „ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ც) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისა და სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) განხორციელების მომსახურების გაწევა;“.
2. 173-ე მუხლის „ჰ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ) საერთაშორისო საავიაციო რეისებისა და საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებისთვის განკუთვნილი საქონლის იმპორტი ან/და მიწოდება, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში სამოქალაქო საავიაციო რეისებისა და სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებისთვის განკუთვნილი საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების იმპორტი;“.
3. 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) საერთაშორისო საავიაციო რეისებისა და საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებისთვის განკუთვნილი საქონლის იმპორტი ან/და მიწოდება, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში სამოქალაქო საავიაციო რეისებისა და სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებისთვის განკუთვნილი საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების იმპორტი ან/და მიწოდება;“.
4. 199-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) საერთაშორისო საავიაციო რეისებისა და საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებისთვის განკუთვნილი საქონლის იმპორტი, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში სამოქალაქო საავიაციო რეისებისა და სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებისთვის განკუთვნილი საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების იმპორტი;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 15 ივნისი 2023 წ. N3272-XIმს-Xმპ |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.06.2023.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 15.06.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3272-XIმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 200000000.05.001.020945.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.06.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №3272-XIმს-Xმპ, 15.06.2023, სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.020945 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.06.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5830519/