1. ყველა მიკრობანკის დირექტორატის სტრუქტურაში წარმოდგენილი უნდა იყოს გენერალური დირექტორი, რომელიც მიკრობანკის უმაღლესი აღმასრულებელი პირია. მიკრობანკის აღმასრულებელი მმართველობის მხრიდან მიკრობანკის შიდა ოპერაციებზე, შესაბამისობასა და საქმიანობაზე საბოლოო პასუხისმგებლობა გენერალურ დირექტორს ეკისრება. ამასთან, გენერალური დირექტორი, სხვა ფუნქციებთან ერთად, ასრულებს მიკრობანკის დირექტორატისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამაკავშირებელ ფუნქციას.
2. გენერალურ დირექტორს ნიშნავს სამეთვალყურეო საბჭო.
3. მიკრობანკის გენერალურ დირექტორს უნდა გააჩნდეს თავისი ფუნქციების ჯეროვნად შესრულებისთვის საკმარისი დრო, სათანადო კვალიფიკაცია, პროფესიული გამოცდილება, შესაბამისი კომპეტენცია და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებ