საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.06.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-501
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.023.016807
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/06/2023
matsne.gov.ge 272 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 18.04.2023 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 04.04.2023 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს სახელმწიფომნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვს წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 11.08.2025 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 05.04.2023 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 03.05.2023

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-501 2023 წლის 28 ივნისი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2  პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის №572 დადგენილებთ დამტკიცებული „აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესის“  შესაბამისად, ვბრძანებ : მუხლი 1🔗 1. დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები: ა) ემბლემა; ბ) ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ბლანკის ნიმუში; გ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის ნიმუში. 2. სააგენტოს ემბლემას წარმოადგენს საქართველოს  მცირე  სახელმწიფო გერბის გამოსახულება და დაწესებულების დასახელების აღმნიშვნელი წარწერა. მუხლი 2🔗 1. ემბლემის გამოყენება (აღმართვა, გამოფენა, გამოსახვა) ხდება სააგენტოს საქმიანობის ფარგლებში და მიზნებისათვის. 2. ემბლემა შეიძლება გამოისახოს: ა) სააგენტოს ვებგვერდზე; ბ) სააგენტოს საინფორმაციო ბანერებზე, აბრებზე; გ) სააგენტოს მიერ გაცემულ  სერტიფიკატებსა და დოკუმენტაციაზე; დ) სააგენტოს თანამშრომლის სამსახურებრივ მოწმობაზე; ე) სააგენტოს  სარგებლობაში არსებულ ავტომობილზე; ვ) სააგენტოს ბეჭდვით გამოცემებზე, ვიდეო და ფოტომასალებზე; ზ) სარეკლამო-საინფორმაციო, სუვენირულ პროდუქციაზე და სამსახურებრივ ინვენტარზე. 3. საჭიროების შემთხვევაში, ემბლემის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები შესაძლებელია დაზუსტდეს სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 4. სააგენტოს ემბლემის აღმართვისას იხელმძღვანელოს „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებთან ერთად სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 ივნისის №282 დადგენილებით. 5. სააგენტო უზრუნველყოფს „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების გატარებას.  მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავესაქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ შამუგია