ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№324
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/06/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №324

2023 წლის 22 ივნისი

ქ. თბილისი

 

ნოტარიუსთა  საკვალიფიკაციო  გამოცდის  დანიშვნის  შესახებ
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლისა და „ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებისა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №68 ბრძანებით დამტკიცებული „ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულების“ მე-4 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდეს 2023 წლის 31 ივლისიდან 2023 წლის 19 აგვისტომდე.

2. ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება ტესტირების ფორმით და მოიცავს ორ ეტაპს:

ა) ზოგადი უნარები (ვერბალური და მათემატიკური ნაწილები);

ბ) პროფესიული ნაწილი.

3. ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა საბუთების მიღებისა და დადგენილ მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის შემოწმების მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა“ უზრუნველყოს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის სამდივნოს შექმნა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩასატარებლად აუცილებელი ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ოფიციალური წესით მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში.

5. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

მინისტრი                             რატი ბრეგაძე


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ“?
დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.06.2023.
როდის იქნა მიღებული „ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ“?
„ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ“ მიღებულია 22.06.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №324.
სად არის „ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.06.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ“, №324, 22.06.2023 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.06.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5839803/