ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №98
2018 წლის 2 აპრილი
ქ. თბილისი
ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლისა და „ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებისა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №68 ბრძანებით დამტკიცებული „ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულების“ მე-4 მუხლის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდეს 2018 წლის 3 მაისიდან 2018 წლის 17 მაისამდე.
2. ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება ტესტირების ფორმით და მოიცავს ორ ეტაპს:
ა) ზოგადი უნარ-ჩვევები (ვერბალური და მათემატიკური ნაწილები);
ბ) პროფესიული ნაწილი.
3. ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა საბუთების მიღებისა და დადგენილ მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის შემოწმების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა უზრუნველყოს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის სამდივნოს შექმნა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩასატარებლად აუცილებელი ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.
4. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
მინისტრი თ. წულუკიანი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ“?
- დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.04.2018.
- როდის იქნა მიღებული „ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ“?
- „ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ“ მიღებულია 02.04.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №98.
- სად არის „ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.04.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ“, №98, 02.04.2018 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.04.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4123853/