ნოტარიუსობის კანდიდატთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№4
სარეგისტრაციო კოდი
010320010.22.027.016229
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/01/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს

ბრძანება №4

2012 წლის 10 იანვარი

ქ. თბილისი

ნოტარიუსობის კანდიდატთა საკვალიფიკაციო გამოცდის
დანიშვნის შესახებ

 „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11, მე-12 მუხლებისა და „ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებისა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №68 ბრძანებით დამტკიცებული „ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულების“ მე-4 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დაინიშნოს ნოტარიუსობის კანდიდატთა საკვალიფიკაციო გამოცდა 2012 წლის 11 თებერვალს.

2. ნოტარიუსობის კანდიდატთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდეს ტესტური ფორმით ორ ეტაპად – ზოგადი უნარ-ჩვევები (ვერბალური და მათემატიკური ნაწილები) და პროფესიული ნაწილი.

3. გამოცდის ჩაბარების მსურველთა განცხადებებისა და თანდართული საბუთების მიღების მიზნით საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა (შემდგომში – იუსტიციის სასწავლო ცენტრი) უზრუნველყოს საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის სამდივნოს შექმნა.

4. იუსტიციის სასწავლო ცენტრმა უზრუნველყოს საკვალიფიკაციო გამოცდის ჩასატარებლად აუცილებელი ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.

5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ზ . ადეიშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ნოტარიუსობის კანდიდატთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ნოტარიუსობის კანდიდატთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.01.2012.
როდის იქნა მიღებული „ნოტარიუსობის კანდიდატთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ“?
„ნოტარიუსობის კანდიდატთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ“ მიღებულია 10.01.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №4. სარეგისტრაციო კოდი — 010320010.22.027.016229.
სად არის „ნოტარიუსობის კანდიდატთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.01.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ნოტარიუსობის კანდიდატთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ“, №4, 10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.027.016229 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.01.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1557212/