ნოტარიუსობის კანდიდატთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №473
2010 წლის 5 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ნოტარიუსობის კანდიდატთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-1 1, მე-12 მუხლებისა და „ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო - საგამოცდო კომისიის დებულებისა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო -საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №68 ბრძანებით დამტკიცებული „ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო -საგამოცდო კომისიის დებულების“ მე-4 მუხლის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დაინიშნოს ნოტარიუსობის კანდიდატთა საკვალიფიკაციო გამოცდა 2010 წლის 4 დეკემბერს.
2. ნოტარიუსობის კანდიდატთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდეს ტესტური ფორმით ორ ეტაპად – პროფესიული ნაწილი და ზოგადი უნარ-ჩვევები (ვერბალური და მათემატიკური ნაწილები).
3. გამოცდის ჩაბარების მსურველთა განცხადებებისა და თანდართული საბუთების მიღების მიზნით საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ უზრუნველყოს საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის სამდივნოს შექმნა.
4. საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ უზრუნველყოს საკვალიფიკაციო გამოცდის ჩასატარებლად აუცილებელი ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.
5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ზ. ადეიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ნოტარიუსობის კანდიდატთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ“?
- დიახ, განცხადება „ნოტარიუსობის კანდიდატთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.10.2010.
- როდის იქნა მიღებული „ნოტარიუსობის კანდიდატთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ“?
- „ნოტარიუსობის კანდიდატთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ“ მიღებულია 05.10.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №473.
- სად არის „ნოტარიუსობის კანდიდატთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.10.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „ნოტარიუსობის კანდიდატთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ“, №473, 05.10.2010 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1038953/