ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1432
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/10/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1432

2016 წლის 27 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლისა და „ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებისა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №68 ბრძანებით დამტკიცებული „ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულების“ მე-4 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1.დაინიშნოს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა 2016 წლის 30 ნოემბერს.

2.ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდეს ტესტირების ფორმით, ორ ეტაპად:

ა) ზოგადი უნარები (ვერბალური და მათემატიკური ნაწილები);

ბ) პროფესიული ნაწილი.

3.ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა საბუთების მიღებისა და დადგენილ მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის შემოწმების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა უზრუნველყოს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის სამდივნოს შექმნა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩასატარებლად აუცილებელი ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.

4.ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

მინისტრი თეა წულუკიანი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ“?
დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.10.2016.
როდის იქნა მიღებული „ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ“?
„ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ“ მიღებულია 27.10.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1432.
სად არის „ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.10.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ“, №1432, 27.10.2016 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.10.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3422152/