ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს
ბრძანება №327
2013 წ ლის 18 აპრილი
ქ. თბილისი
ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და მე-12 მუხლებისა და „ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებისა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №68 ბრძანებით დამტკიცებული „ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულების“ მე-4 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დაინიშნოს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა 2013 წლის 18 მაისს.
2. ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდეს ტესტური ფორმით ორ ეტაპად – ზოგადი უნარ-ჩვევები (ვერბალური და მათემატიკური ნაწილები) და პროფესიული ნაწილი.
3. გამოცდის ჩაბარების მსურველთა განცხადებებისა და თანდართული საბუთების მიღების მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა (შემდგომში – იუსტიციის სასწავლო ცენტრი) უზრუნველყოს საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის სამდივნოს შექმნა.
4. იუსტიციის სასწავლო ცენტრმა უზრუნველყოს საკვალიფიკაციო გამოცდის ჩასატარებლად აუცილებელი ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.
5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
მინისტრი თეა წულუკიანი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ“?
- დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.04.2013.
- როდის იქნა მიღებული „ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ“?
- „ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ“ მიღებულია 18.04.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №327.
- სად არის „ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.04.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ“, №327, 18.04.2013 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.04.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1901048/