“საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 24 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისათვის ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაციისა და აგრეთვე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა აკრედიტაციის თაობაზე”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციოკოდი010.190.020.13.007.006.656
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო
კომისიის დადგენილება №54/2004
2004 წლის 6 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 24 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისათვის ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაციისა და აგრეთვე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა აკრედიტაციის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტის, 68-ე მუხლისა და 69-ე მუხლის თანახმად იმის გათვალისწინებით, რომ საქათველოს პარლამენტის 2004 წლის 24 ოქტომბრის შუალედური არჩევნები წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის ბოლო არჩევნების ციკლის შემადგენელ ნაწილს, აღნიშნულის საფუძველზე, ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1
საქართველოს პარლამენტის ბოლო არჩევნებისათვის რეგისტრირებულ ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციებს, აგრეთვე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს ჩაეთვალოთ, შესაბამისად, რეგისტრაცია და აკრედიტაცია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 24 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისათვის.
მუხლი 2
საქართველოს პარლამენტის ბოლო არჩევნებისათვის რეგისტრირებულმა ადგილობრივმა და საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა, აგრეთვე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის აკრედიტებულმა საშუალებებმა, მათ დამფუძნებელ დოკუმენტებში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, ამის შესახებ შესაბამის საარჩევნო კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია, არა უგვიანეს 2004 წლის 24 სექტემბრისა.
მუხლი 3
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის მდივანი კ. კვიტაიშვილი