„შრომის ბაზარზე იშვიათი, დეფიციტური ან/და მაღალანაზღაურებადი პროფესიების/ფუნქციათა ერთობლიობის ნუსხის განსაზღვრისა და საჯარო დაწესებულებაში ამ ფუნქციების შემსრულებელთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 თებერვლის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №309 |
|
2023 წლის 15 აგვისტო ქ. თბილისი |
„6. დაზღვევის სფერო:
აქტუარი – სპეციალისტი, რომელსაც აქვს სადაზღვევო საქმიანობისთვის დამახასიათებელი რისკის ხარისხის, მოცულობისა და კომპლექსურობის შესაბამისი აქტუარული და ფინანსური მათემატიკის ცოდნა, რომლის გამოყენებითაც ის ახორციელებს სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის საზედამხედველო სუბიექტების მიერ ნაკისრი ვალდებულებების ანალიზს, მათი მოცულობისა და შესრულების შესაძლებლობის შესწავლას, რისკების მართვის სისტემის ეფექტიანობის შეფასებასა და ანალიზს, სადაზღვევო რეზერვების გაანგარიშებისას გამოყენებული მონაცემების საკმარისობისა და ხარისხის, ასევე გაანგარიშების მეთოდების შესწავლასა და სადაზღვევო პრემიების ადეკვატურობის შეფასებას და უზრუნველყოფს სადაზღვევო ორგანიზაციების გადახდისუნარიანობისა და ფინანსური სიმყარის ზედამხედველობას, სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე.“.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დადგომამდე, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა უზრუნველყოს სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროსთან აქტუარის თანამდებობის/ პოზიციის სამუშაო აღწერილობის შეთანხმება წესის მე-3 მუხლის მოთხოვნების შესრულების მიზნით.
|