1. მიმწოდებელი ვალდებულია 2024 წლის 1 იანვრამდე ყველა მომსახურების ხელშეკრულება შესაბამისობაში მოიყვანოს წესებთან.
2. წესების ამოქმედებამდე ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს, ყველა არაპროფილურ მომხმარებელთან (გარდა ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტისა), არაპროფილური მომხმარებლის მიერ ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის გარეშე მოხმარება ითვლება უკანონო მოხმარებად და მასზე გავრცელდება ამ წესების 34-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები, მიწოდების წერტილში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით.
3. ამ წესების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, მიმწოდებელს განესაზღვროს ვადა 2026 წლის 1 იანვრამდე. ამასთანავე, 2024 წლის პირველ მარტამდე მიმწოდებლებმა კომისიას უნდა წარუდგინოს ინფორმაცია იმ თვითმმართველ ქალაქში/მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრში არსებული მომსახურების ცენტრების შესახებ, სადაც ახორციელებს წყლის მიწოდებას, ხოლო არაუგვიანეს 2025 წლის პირველ თებერვლამდე კი – წესების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესრულებისთვის საჭირო, შემუშავებული გეგმა-გრაფიკი შესათანხმებლად.
4. მიმწოდებელი ვალდებულია 2025 წლის პირველ დეკემბრამდე კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს საირიგაციო სისტემის მართვისა და ანგარიშგების კონცეფცია, ამ სფეროში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.
5. მიმწოდებელი ვალდებულია 2025 წლის პირველ იანვრამდე დააყენოს და ცენტრალური მართვის სისტემასთან დააკავშიროს საკონტროლო აღრიცხვის სისტემები მის მფლობელობაში არსებულ ყველა დამოუკიდებელ საირიგაციო სისტემაში ისე, რომ რეალურ დროში აღრიცხოს წყლის ნაკადები, დებიტი და დანაკარგები, წყალმიმღებ, დამგროვებელ და გამომავალ პუნქტებში, მათ შორის, წყლის განაწილებისა და სარწყავი სისტემის რიგებს შორის დამაკავშირებლებში, რაც აუცილებელია საირიგაციო სისტემაში წყლის ეფექტური მართვისთვის. გარდა ამისა, მიმწოდებელი ვალდებულია ყოველკვარტალურად მიაწოდოს კომისიას ამომწურავი ინფორმაცია საკონტროლო მრიცხველების დამონტაჟებასთან დაკავშირებით როგორც დასრულებული, ასევე დაგეგმილი და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.
6. მიმწოდებელმა უნდა გაითვალისწინოს ამ წესების ამოქმედებამდე გენერაციის ობიექტებთან ხელშეკრულებების მოქმედი პირობა, წყლის მიწოდების მინიმალურ მოცულობებთან დაკავშირებით ისე, რომ არ დაირღვეს ამ წესებით განსაზღვრული პირობები.
დანართი №1
წყლით მომარაგებასთან დაკავშირებით მომსახურების ხელშეკრულება №_ _ _
საირიგაციო სისტემის მფლობელის
(მიმწოდებლის) დასახელება ____________________________________;
მიმწოდებლის წარმომადგენელი _____________________________________ ;
(თანამდებობა, სახელი, გვარი)
წყლის მყიდველი (მომხმარებელი)______________ ;
(იურიდიული/ფიზიკური პირი)
გადახდაზე პასუხისმგებელი პირი _______________________________________ ;
(იურიდიული/ფიზიკური პირი)
საიდენტიფიკაციო ნომერი __________________________________________________________;
(იურიდიული პირის ან ინდმეწარმის ან სხვა მეწარმე სუბიექტის შემთხვევაში);
ტელ: ____________________________________;
ელ.ფოსტა: ____________________________ ;
წყლის მიწოდების მომსახურების დაწყების თარიღი ______________________________ ;
უძრავი ქონების მისამართი, სადაც უნდა მოხდეს წყალმომარაგება: ________________________________ ;
უძრავი ქონების საკადასტრო კოდი ან მდებარეობის აღწერა: _______________________________ ;
GPS კოორდინატები: ________________________ (სურვილის შემთხვევაში);
საირიგაციო სისტემის მიწოდების წერტილის:
ნომერი: _______________________ , ასევე, ადგილმდებარეობის აღწერა: ___________________________ ,GPS კოორდინატების: ________________________ (სურვილის შემთხვევაში)
ხელშეკრულების მხარეები ვალდებულებას კისრულობენ ურთიერთობა აწარმოონ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობითა და „საირიგაციო წყლის მიწოდების წესებით“ განსაზღვრული პირობებით.
წყლის მყიდველი (მომხმარებელი) ვალდებულია მოხმარებულ წყალზე ანგარიშსწორება აწარმოოს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული ტარიფით.
წყლის მყიდველი (მომხმარებელი) ვალდებულია მოიხმაროს წყალი მხოლოდ ______________
(საირიგაციო, არასაირიგაციო, შერეული) მიზნებისათვის.
მიმწოდებელი ვალდებულია საირიგაციო სისტემის მეშვეობით უზრუნველყოს წყლის უსაფრთხო, უწყვეტი, საიმედო და ხარისხიანი მიწოდება კანონმდებლობის და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად.
წყლის მყიდველი (მომხმარებელი) ვალდებულია დროულად გადაიხადოს მომსახურების საფასური.
მიმწოდებელი ვალდებულია წყლის მყიდველს (მომხმარებელს) საფასურის გადახდა მოსთხოვოს ანგარიშსწორების ქვითარში გადასახდელი თანხის სრულად ასახვისა და გადახდის ვადის განსაზღვრის შემდეგ.
წყლის მყიდველის (მომხმარებლის) ხელმოწერა: _____________
მიმწოდებლის წარმომადგენლის ხელმოწერა: _______ „_____ “ __________ 202__წ.
შენიშვნა: ხელშეკრულებას დანართის სახით შეიძლება დაერთოს წყალსარგებლობის განრიგი.
დანართი №2
მიწოდების წერტილის მოწყობის საფასური
მიწოდების წერტილის მოწყობის საფასური შეთავაზებული პაკეტის მიხედვით:
ა) დახურული სისტემის შემთხვევაში:
მოთხოვნილი დიამეტრი (მმ)
ვადა
(სამუშაო დღე)
საფასური (ლარი)
0 – 50
20
6,000
50-დან – 100
20
11,900
100-დან -150
20
16,200
150-დან -400
25
45,700
400-დან – 600
25
68,300
ბ) ღია არხზე მოწყობის შემთხვევაში:
მოთხოვნილი დიამეტრი (მმ)
ვადა
(სამუშაო დღე)
საფასური (ლარი)
0 – 100
20
17,000
100-დან -150
20
21,500
150 – 400
30
51,300
400 – 600
30
79,700
გ) საირიგაციო სისტემიდან წყალაღების ინდივიდუალური მოწყობილობით მიერთებისას, ამ წესების 21-ე მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი – ვადა შეადგენს 20 სამუშაო დღეს, ხოლო მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს ამ მოწყობილობისა და მისი მიერთების ხარჯები (ტიპურ შემთხვევებზე, წინასწარ განსაზღვრული სტანდარტული ხარჯით).
დანართი №3
მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის
მოწყობისა და შეჭრის საფასური
მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური დახურულ და ღია სისტემებზე შეთავაზებული პაკეტის მიხედვით:
ა) დახურული სისტემის შემთხვევაში:
მოთხოვნილი დიამეტრი (მმ)
ვადა
(სამუშაო დღე)
საფასური (ლარი)
0 – 50
20
6,300
50-დან – 100
20
12,500
100-დან -150
20
17,000
150-დან -400
25
48,000
400-დან – 600
25
71,700
ბ) ღია არხზე მოწყობის შემთხვევაში:
მოთხოვნილი დიამეტრი (მმ)
ვადა
(სამუშაო დღე)
საფასური (ლარი)
0 – 100
20
18,800
100-დან -150
20
22,500
150 – 400
30
53,900
400 – 600
30
83,700
დანართი №4
აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასური
აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასური დახურულ და ღია სისტემაზე შეთავაზებული პაკეტის მიხედვით:
დახურულ სისტემაზე დიამეტრი (მმ)
ღია სისტემაზე დიამეტრი (მმ)
ვადა
(სამუშაო დღე)
საფასური (ლარი)
0 – 50
x
20
5500
50-დან – 100
0 – 100
20
11,500
100-დან -150
100-დან -150
20
14,600
150-დან -400
150 – 400
30
38,100
400-დან – 600
400 – 600
30
57,2