1. მიმწოდებელი ვალდებულია 2024 წლის 1 მაისამდე აღრიცხოს საირიგაციო სისტემის მიწოდების წერტილები და განაახლოს აღწერის მონაცემებით საინფორმაციო ბაზა.
2. მომხმარებელი, რომელიც ხელშეკრულების საფუძველზე საირიგაციო სისტემიდან იღებდა მომსახურებას ან/და კანონიერად სარგებლობდა საირიგაციო სისტემის წყლით 2023 წლის 31 დეკემბრამდე, ამ წესების ამოქმედების შემდეგ ითვლება მიმწოდებლის მომხმარებლად.
3. მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მომხმარებელთა მონაცემთა დაზუსტება წესების მოთხოვნების შესაბამისად, უნდა დასრულდეს 2025 წლის პირველ ივლისამდ