1. თუ მომხმარებელმა 5 სამუშაო დღეზე მეტი ვადით დააგვიანა მომსახურების საფასურის გადახდა, მიმწოდებელი ვალდებულია შესაბამის მომხმარებელს მოსთხოვონ საბანკო გარანტია მომდევნო საანგარიშო პერიოდში მომსახურების ღირებულების დაფარვის უზრუნველსაყოფად (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამ მომხმარებელზე დარიცხულია დეპოზიტი).

2. თუ მომხმარებელი ვერ წარადგენს მოთხოვნილ ფინანსურ გარანტიებს, მიმწოდებელს უფლება აქვს შეუწყვიტოს ამ მომხმარებელს მომსახურება და აუკრძალოს საირიგაციო სისტემაში არსებული წყლით სარგებლობა.

3. მიმწოდებლის მიერ მომსახურების შეწყვეტის შეტყობინების მიუხედავად, მომხმარებლის მიერ საირიგაციო სისტემაში არსებული წყლის სარგებლობა-მოხმარება ან/და ამ წყლის მეშვეობით ელექტროენერგიის გამომუშავება განიხილება უკანონო მოხმარებად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მომხმარებლის მიერ წყლის მოხმარება განპირობებულია ტექნიკური, საექსპლუატაციო და საოპერაციო მოქმედებებისთვის (მათ შორის, გენერაციის ობიექტის რეცხვისთვის) და ასეთი მოქმედება წინასწარ იყო მიმწოდებელთან შეთანხმებული.

4. მომსახურების შეწყვეტის თაობაზე ინფორმაციის მომხმარებლისთვის წარდგენის მომენტიდან მომხმარებლის მიერ საირიგაციო სისტემიდან მოხმარებული წყალი წარმოადგენს უკანონო მოხმარებას და მასზე ვრცელდება წესების 34-ე მუხლით განსაზღვრული პირობები, ხოლო უკანონოდ მოხმარებული წყლის მოცულობაზე მომხმარებელს დაერიცხება საირიგაციო სისტემიდან მოხმარებული წყლის საფასური.

5. მომსახურება უნდა განახლდეს მიმწოდებლის მიერ დარიცხული საფასურის გადახდის ან გადახდაზე შეთანხმებისთანავე, გენერაციის ობიექტის წყალმომარაგების საირიგაციო სისტემისა და გენერაციის საშუალებების შესაბამისი წესით დათვალიერების შემდე