1. მიმწოდებლის მიერ მომსახურების მიწოდება შეიძლება შეიზღუდოს ან შეწყდეს:
ა) შესაბამის სამელიორაციო სისტემებზე გეგმური სამშენებლო, სარეაბილიტაციო ან საექსპლუატაციო სამუშაოების წარმოების დროს. ასეთ შემთხვევაში მიმწოდებელმა არაუგვიანეს სამუშაოების დაწყებამდე ერთი თვით ადრე, მომხმარებელს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია კონკრეტული სამუშაოს დაწყების თაობაზე, სადაც აღინიშნება განსახორციელებელი სამუშაოს ფორმა, მომსახურების შეწყვეტის და განახლების პერიოდი. ამასთან, გეგმური სამუშაოების გრაფიკში ცვლილების შეტანის შემთხვევაში, ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მომხმარებელს;
ბ) შესაბამის სამელიორაციო სისტემებზე ავარიული მდგომარეობის დროს, რომლის შემთხვევაშიც მომსახურების გაგრძელება ქმნის მნიშვნელოვანი ზიანის წარმოშობის საფრთხეს. ავარიული მდგომარეობის დროს მიმწოდებელი დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს სამუშაოების დაწყებამდე 5 კალენდარული დღით ადრე, მომხმარებელს მიაწვდის ინფორმაციას აღნიშნულის თაობაზე, სადაც მიეთითება: განსახორციელებელი სამშენებლო, სარეაბილიტაციო ან საექსპლუატაციო სამუშაოების ხასიათი, მომსახურების შეწყვეტის და განახლების პერიოდი. სამუშაოების გრაფიკში ცვლილების შეტანის შემთხვევაში ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შესაბამის გენერაციის ობიექტს;
გ) შესაბამის სამელიორაციო სისტემაზე წარმოქმნილი ავარიული დაზიანებისას, რაც შეუძლებელს ხდის ან აფერხებს მომსახურების მიწოდებას ან მომსახურების გაგრძელება ქმნის მნიშვნელოვანი ზიანის წარმოშობის საფრთხეს. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მომხმარებელს. მომსახურება უნდა განახლდეს შესაბამისი ხელშემშლელი პირობების აღმოფხვრისთანავე;
დ) ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების იმგვარი გაუარესების შემთხვევაში (მათ შორის გვალვა, წყალმცირობა ან თოშისა და ყინულის წარმოქმნა), რაც შეუძლებელს ხდის მომსახურებას ან მომსახურების გაგრძელება ქმნის მნიშვნელოვანი ზიანის წარმოშობის საფრთხეს. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მომხმარებელს. მომსახურება უნდა განახლდეს შესაბამისი ხელშემშლელი პირობების აღმოფხვრისთანავე;
ე) მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის გადაუხდელობის, ასევე წესების 64-ე მუხლის შესაბამისად, ფინანსური გარანტიების მიმწოდებლისთვის წარუდგენლობის შემთხვევაში.
ვ) მომხმარებლის მიერ ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში, მათ შორის, როდესაც ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტი მიმწოდებელთან შეუთანხმებლად ახორციელებს ტექნიკურ, საექსპლუატაციო და საოპერაციო მოქმედებებისთვის საირიგაციო სისტემაში არსებული წყლის გამოყენებას.
2. მომხმარებელს მომსახურების საფასურის გადაუხდელობის საფუძველზე მომსახურების შეწყვეტის თაობაზე ინფორმაცია, მომსახურების შეწყვეტის მიზეზისა და შეწყვეტის ზუსტი დროის მითითებით, უნდა ეცნობოს ერთი კვირით ადრე მაინც.
3. მიმწოდებელი ვალდებულია საირიგაციო სისტემის ექსპლუატაცია-მართვა განახორციელოს იმგვარად, რომ გენერაციის ობიექტისთვის საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმით გათვალისწინებულ წყალმომარაგების პერიოდში, მაქსიმალურად შემცირდეს საირიგაციო სისტემაში წყალმომარაგების გეგმური და არაგეგმური წყვეტა. ამასთან, გენერაციის ობიექტისთვის საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმის შესაბამისად წყალმომარაგების პერიოდში, თუ ობიექტური გარემოებების არსებობისას წყლით მომარაგების გეგმური/არაგეგმური წყვეტა აღემატება წინასწარ განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ვადას და საჭიროა ამ ვადის გახანგრძლივება (გაზრდა) მიმწოდებელი ვალდებულია, ამ ვადის გაზრდის შესახებ წინასწარ აცნობოს, როგორც გენერაციის ობიექტს, ასევე კომისიას, სადაც აღნიშნული შეტყობინება უნდა შეიცავდეს წყვეტის აუცილებლობისა და სამუშაოების გადაუდებლობის შესახებ დასაბუთებას, სამუშაოების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის გარემოებების მითითებით.
4. გენერაციის ობიექტზე განსახორციელებელი სამშენებლო, სარეაბილიტაციო და საექსპლუატაციო სამუშაოების წარმოების მიზნით, მომხმარებლის მოთხოვნით შესაძლებელია შეწყდეს გენერაციის ობიექტისთვის წყალმომარაგება. ამასთან, თუ სამუშაოების გადადება შესაძლებელია ტექნიკური და უსაფრთხოების პირობებიდან გამომდინარე (არ არსებობს გადავადების ხელშემშლელი ტექნიკური გარემოება), მიმწოდებელი უფლებამოსილია უარი თქვას აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და მოითხოვოს სამუშაოების გადავადება, თუ გენერაციის ობიექტისთვის წყალმომარაგების შეწვეტა ასევე გამოიწვევს შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგით წყალმომარაგების პერიოდში წყალმომარაგების შეწყვეტას სხვა მომხმარებლებისთვის.
5. მომხმარებელს უფლება აქვს ისარგებლოს საირიგაციო სისტემის წყლით მიმწოდებელთან წინასწარ შეთანხმებული პირობით, მომსახურების ხელშეკრულების და ამ წესების შესაბამისად. მომხმარებელს უფლება არ აქვს გამოიმუშაოს ელექტროენერგია საირიგაციო სისტემიდან ან/და გამოიყენოს საირიგაციო სისტემაში არსებული წყალი მიმწოდებელთან წინასწარ შეთანხმების ან/და მისი თანხმობის გარეშე.
6. წყალმომარაგების პრობლემის ან/და მომსახურების მიღების შემაფერხებელი გარემოების არსებობის შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა გაუგზავნოს წერილობით შეტყობინება (როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით) მიმწოდებელს, რომლის საფუძველზე მიმწოდებელი ვალდებულია ოპერატიულად მოახდინოს რეაგირება და აღმოფხვრას მომსახურების შემაფერხებელი გარემოება და აცნობოს გატარებული ღონისძიებების შესახებ მომხმარებელს (როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით). ამასთან, მხარეები მომსახურების ხელშეკრულებით შეიძლება შეთანხმდნენ ინფორმაციის გაცვლის, მათ შორის, წერილობითი შეტყობინების, სხვა წესზ