„განგრძობითი განათლების სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 18 აგვისტოს №ნ-13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№ნ-10
სარეგისტრაციო კოდი
350090000.64.076.016126
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/09/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №ნ-10
2023 წლის 30 აგვისტო
ქ. თბილისი

 

„განგრძობითი განათლების სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 18 აგვისტოს №ნ-13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
,,განგრძობითი განათლების სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 18 აგვისტოს №ნ-13 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 18/08/2017, სარეგისტრაციო კოდი: 350090000.64.076.016020) დამტკიცებულ განგრძობითი განათლების სტანდარტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ“ ქვეპუნქტი:

,,დ) სწავლის შედეგები – ცოდნის მოცულობა და სიღრმე, შემეცნება და გამოყენება, რომლის მიღწევა და შენარჩუნება სავალდებულოა სერტიფიცირებული ბუღალტრისათვის;“.

2. 61 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. პროფესიული ორგანიზაცია საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია გაზარდოს განგრძობითი განათლებისთვის სავალდებულო, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სწავლის ერთეულის რაოდენობა  ყველა წევრის ან მათი ნაწილისათვის. საჭიროება შეიძლება გამომდინარეობდეს ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის, დიაგნოსტიკური ანგარიშის ან პროფესიული ორგანიზაციის მიერ განხორციელებული  კვლევის შედეგებიდან ან კანონმდებლობაში, სტანდარტებში ან აუდიტის სფეროში   მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებებით.“.

3. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. პროფესიული ორგანიზაცია სერტიფიცირებულ ბუღალტერს, რომელსაც   მოეთხოვება აუდიტორისათვის განკუთვნილი განგრძობითი განათლების პროგრამაში მონაწილეობა,  უფლებამოსილია ჩაუთვალოს სამუშაო ადგილზე (აუდიტორული ფირმის პოლიტიკის ფარგლებში) გავლილი სასწავლო ღონისძიებების (მათ შორის, ტრენინგის, სემინარისა და ელექტრონული სწავლების) შესაბამისი სწავლის ერთეული (საათი) განგრძობითი განათლების მოთხოვნის შესრულებად.  სასწავლო ღონისძიებების პოლიტიკა და პროცედურები აუდიტორული ფირმის შიდა მართვის სისტემის შემადგენელი ნაწილია და, შესაბამისად, უნდა იყოს დოკუმენტირებული.“.

4. მე-16 მუხლის:

ა)  11 და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. აუდიტორისათვის განკუთვნილი განგრძობითი განათლების პროგრამა გამიზნული უნდა იყოს სულ მცირე დანართი ,,ა“-თი გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევასა და შენარჩუნებაზე და უნდა მოიცავდეს სიახლეებს, შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) პროფესიონალი ბუღალტრების ეთიკის კოდექსი (IESBA Code);

ბ) ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტები (ISQM);

გ) აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები (ISA) და აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო საბჭოს (IAASB) მიერ  ან მისი უფლებამონაცვლე ორგანოს მიერ მიღებული და დამტკიცებული მიმოხილვისა და დაკავშირებული მომსახურების, აგრეთვე სხვა მარწმუნებელი გარიგების საერთაშორისო სტანდარტები;

დ) ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების სტანდარტები;

ე) ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის, საგადასახადო, ბიზნესკანონმდებლობა და სფეროს მარეგულირებელი შესაბამისი სამართლებრივი აქტები.

2. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულის გარდა, პროგრამის სასწავლო თემატიკა უნდა შეივსოს სამსახურში წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებების ხარვეზების, კვლევის შედეგების და ეკონომიკურ გარემოში მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებების გათვალისწინებით. გარდა ზემოაღნიშნულისა აუდიტორისათვის განკუთვნილი განგრძობითი განათლების პროგრამის თემატიკის შერჩევისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს აუდიტორების/გარიგების პარტნიორების/აუდიტორული ფირმების ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის შედეგები და დიაგნოსტიკური ანგარიში.“.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მე-16 მუხლის 11 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები, მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მე-16 მუხლის 11 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის 15 დეკემბრის შემდგომ წარმოშობილ ურთიერთობებზე.


ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსიდავით მჭედლიძე