ფარმაცევტული პროდუქტის სერტიფიკატის (CPP) გაცემის წესისა და სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 02.11.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №78/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470200000.22.035.017097
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/11/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.11.2023 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ გამოსაყენებელი ზოგიერთი მკაცრი აღრიცხვის ფორმის დამტკიცების თაობაზე ფარმაცევტული პროდუქტის აღიარებითი რეჟიმით უწყებრივ რეესტრში პროაქტიულად შეტანის წესის დამტკიცების შესახებ ტრანსპორტის მენეჯერის კომპეტენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატის (CPC) ფორმის და მისი გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტისა და ექსპორტის სანებართვო მოწმობის, წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის ფორმებისა და მათი გაცემის წესების დამტკიცების შესახებ სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო პირობებისა და სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ფარმაცევტული პროდუქტის სერტიფიკატის (CPP) გაცემის წესისა და სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №78/ნ
2023 წლის 2 ნოემბერი
ქ. თბილისი
ფარმაცევტული პროდუქტის სერტიფიკატის (CPP) გაცემის წესისა და სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ
„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, „ფარმაცევტული წარმოების საერთაშორისო, რეგიონული და ნაციონალური GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტების ნუსხის აღიარების და წარმოების ნაციონალური GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტის განსაზღვრისა და დანერგვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №349 დადგენილების 13 მუხლისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული:
ა) „ფარმაცევტული პროდუქტის სერტიფიკატის (CPP) გაცემის წესი“, №1 დანართის შესაბამისად;
ბ) „ფარმაცევტული პროდუქტის სერტიფიკატის (CPP) მისაღებად წარსადგენი სააპლიკაციო ფორმა“, №2 დანართის შესაბამისად;
გ) „ფარმაცევტული პროდუქტის სერტიფიკატის (CPP) ფორმა“, №3 დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიზურაბ აზარაშვილი