„სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. პირველი მუხლის:
ა) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ) დემატერიალიზებული ფორმით არსებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი – სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი, რომელიც არსებობს ანგარიშზე ჩანაწერის სახით და რომლის გამოშვება და შენახვა ხდება ამ კანონისა და „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;“;
ბ) „ჟ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) „ტ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-14 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზეა გამოშვებული და რომლებზედაც ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ დემატერიალიზებული ფორმით. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისია შეიძლება განხორციელდეს უცხო ქვეყნის კანონმდებლობის საფუძველზე, იმავე კანონმდებლობით დაშვებული ფორმით.“;
ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვება, მიმოქცევა, დაგირავება და აღრიცხვა, აგრეთვე პროცენტის გადახდა და ძირითადი თანხის დაფარვა წესრიგდება ამ კანონით, „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან.
თბილისი, 16 ნოემბერი 2023 წ. N3722-XIIIმს-Xმპ |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.11.2023.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 16.11.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3722-XIIIმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 190030000.05.001.102028.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.11.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №3722-XIIIმს-Xმპ, 16.11.2023, სარეგისტრაციო კოდი 190030000.05.001.102028 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.11.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5960261/