ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (8)
შემდგომი ცვლილებები (5)
წინა ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №29 |
|
2023 წლის 26 დეკემბერი ქ. ლაგოდეხი |
ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
|
ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
|
ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს 21972,9 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს 20373,9 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს 354,0 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს 1245,0 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს 17806,5 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვოროს 7078,2 ათასი ლარით. მათ შორის, არაფინანსური აქტივების ზრდა - 7378,2 ათასი ლარით, ხოლო არაფინანსური აქტივების კლება 300,0 ათასი ლარით.
ათას ლარში
ათას ლარში
|
განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში შემდეგი რეადაქციით.
ათას ლარში
|
ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს 2911,8 ათასი ლარით, ხოლო საოპერაციო სალდო 4166,4 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს 2996,2 ლარით:
ათას ლარში
2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ნაშთის თანხამ შეადგინა 5 765 763 ლარი, მათ შორის საქართველოს მთავრობის განკარგულებებით გამოყოფილი თანხებიდან დარჩენილი ნაშთის ოდენობა შეადგენს 1 720 667 ლარს, ხოლო მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსულობებიდან დარჩენილი ნაშთის ოდენობა შეადგენს 4 045 096 ლარს. |
ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს 74,4 ათასი ლარის ოდენობით. აღნიშნული წარმოადგენს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2017 წელს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის პროექტის ფარგლებში მიღებული სესხის თანხის დაფარვას.
თანხა ათას ლარში
მუნიციპალიტეტის მთლიანი ვალდებულება 2024 წლის პირველი იანვრისათვის შეადგენს 185 865 ლარს ხოლო 2023 წლის 31 დეკემბრისათვის საპროგნოზო მაჩვენებელი შეადგენს 111 519 ლარს. |
ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 9623,3 ათასი ლარი. ინფრასტრუქტურის განვითარების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით:
ათას ლარში
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კოდი |
ქვეპროგრამის დასახელება |
წყლის სისტემების განვითარება |
2024 წლის დაფინანსება ათას ლარში 2,942.3 |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
02 02 |
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი |
პროგრამა ითვალისწინებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასმელი წყლის სისტემების მოწყობა/რეაბილიტაციას და არსებული სისტემების მოვლა-პატრონობას. პროგრამა ხორციელდება მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, მუნიციპალიტეტში შემავალ ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში. წყლის სისტემების განვითრების პროგრამა შედგება 2 ქვეპროგრამისაგან. ესენია: სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის ქვეპროგრამა და სასმელი წყლის სისტემის ექსპლოტაციის ქვეპროგრამა. ექსპლოტაციის ქვეპროგრამის დაფინანსების წყაროა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საკუთარი შემოსულობები, ხოლო რეაბილიტაციის ქვეპროგრამა უმეტესწილად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერიდან.წყლის სისტემების განვითარების პროგრამა შინაარსის მიხედვით არის როგორც კაპიტალური/ინფრასტრუქტურული (წლის სისტემის რეაბილიატაცია, ახლის მოწყობა), ასევე, მომსახურების (წლის სისტემის ექსპლოტაცია). რაც შეეხება მის ხანგრძლივობას, იგი ინფრასტრუქტურულ ნაწილში წარმოადგენს მრავალწლიან, ხოლო მომსახურების ნაწილში მუდმივმოქმედ პროგრამას. პროგრამის მიზანია: - მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებაში არსებობედეს სასმელი წყლის 24 საათიანი მიწოდება; - მუნიციპალიტეტის ყველა ოჯახს გააჩნდეს შეუფერხებლი წვდომა და იღებდეს სასმელ წყალს; - წყლის სისტემების ექსპლოტაცია მიმდინარეობდეს უწყვეტ რეჟიმში და წარმოქმნილი გაუმართაობები აღმოფხვრილი იქნას დროულად. |
საბოლოო შედეგი (OUTCOME) |
|
კოდი |
ქვეპროგრამის დასახელება |
სასმელი წყლის სისტემის ექსპლოატაცია |
2024 წლის დაფინანსება ათას ლარში 142,1 |
|
02 02 01 |
|||
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ა(ა)იპ ლაგოდეხის სერვის ცენტრი |
||
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი |
მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა, მოვლა-პატრონობა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება ერთ-ერთი პრიორიტეტული საქმიანობაა. ყოველდღიურად ხდება წყლის სათავე ნაგებობებზე შემოვლა შემოწმებები, დაზიანებული მაგისტრალების აღდგენა, შედუღება, ურდულების შეკეთება შეცვლა, იცლება ავზები, სუფთავდება და ივსება, ხდება გაბიდნული მილების გაწმენდა და სხვა. ქვეპროგრამის მიზანია: - მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებაში არსებობედეს სასმელი წყლის 24 საათიანი მიწოდება; - მუნიციპალიტეტის ყველა ოჯახს გააჩნდეს შეუფერხებლი წვდომა და იღებდეს სასმელ წყალს; - წყლის სისტემების ექსპლოტაცია მიმდინარეობდეს უწყვეტ რეჟიმში და წარმოქმნილი გაუმართაობები აღმოფხვრილი იქნას დროულად. |
||
|
შუალედური შედეგი (OUTPUT) |
მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს 24 საათის განმავლობაში მიეწოდება სასმელი წყალი. |
|
კოდი |
ქვეპროგრამის დასახელება |
სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია |
2024 წლის დაფინანსება ათას ლარში 2,800.2 |
|
02 02 02 |
|||
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახური |
||
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი |
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახალი ჭაბურღილების, სათავე ნაგებობებისა და სასმელი წყლის მაგისტრალების მოწყობა/რეაბილიტაციას. ქვეპროგრამის მიზანია: - მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებაში არსებობედეს სასმელი წყლის 24 საათიანი მიწოდება; - მუნიციპალიტეტის ყველა ოჯახს გააჩნდეს შეუფერხებლი წვდომა და იღებდეს სასმელ წყალს; - წყლის სისტემების ექსპლოტაცია მიმდინარეობდეს უწყვეტ რეჟიმში და წარმოქმნილი გაუმართაობები აღმოფხვრილი იქნას დროულად. |
შუალედური შედეგი (OUTPUT) |
|
კოდი |
ქვეპროგრამის დასახელება |
გარე განათება |
2024 წლის დაფინანსება ათას ლარში 1,395.9 |
|
02 03 |
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
||
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი |
პროგრამა მოიცავს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გარე განათების ქსელის ექსპლოატაციას და გარე განათების ახალი ქსელის მოწყობას. პროგრამის მიზანია: ღამის საათებში მუნიციპალიტეტის ქუჩების და საზოგადოებრივი სივრცეების განათება. |
||
|
საბოლოო შედეგი (OUTCOME) |
ღამის საათებში განათებული მუნიციპალიტეტის ქუჩები და საზოგადოებრივი სივრცეები. |
|
კოდი |
ქვეპროგრამის დასახელება |
გარე განათების ქსელის ექსპლოატაცია |
2024 წლის დაფინანსება ათას ლარში 335.9 |
|
02 03 01 |
|||
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ა(ა)იპ ლაგოდეხის სერვის ცენტრი |
||
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი |
მუნიციპალიტეტში სულ 15 თემია, ქალაქის და მასში შემავალი თემების გარე განათების აღდგენა, განახლება და მოვლა-პატრონობა შედის ააიპ ,,სერვის ცენტრი'' ს საქმიანობაში. შესასრულებელი სამუშაოებისათვის (ახალი სანათების დაყენება, არსებული დაზიანებული სანათების შეცვლა, დემონტაჟი და მონტაჟი, მასიური გათიშვებისა და დაზიანებების აღმოფხვრა და სიპების (კაბელი) გაჭიმვა, გამანაწილებელი კარადების შეკეთება და სხვა. საახალწლო ილუმინაციების, აქსესუარებისა და ნაძვის ხის მონტაჟისა და დემონტაჟის სამუშაოების განხორციელება. ქვეპროგრამის მიზანია: ღამის საათებში მუნიციპალიტეტის ქუჩების და საზოგადოებრივი სივრცეების განათება. |
||
|
შუალედური შედეგი (OUTPUT) |
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოწყობილი გამართული გარე განათების სისტემა. |
|
კოდი |
ქვეპროგრამის დასახელება |
გარე განათების ქსელის მოწყობა-რებილიტაცია |
2024 წლის დაფინანსება ათას ლარში 1,060.0 |
|
02 03 02 |
|||
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახური |
||
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი |
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (შიდა გზები, მაგისტრალები) გარე განათების ახალი მაგისტრალების მოწყობა ასევე დასასვენებელ სკვერებში და პარკებში განთების მოწყობა. ქვეპროგრამის მიზანია: ღამის საათებში მუნიციპალიტეტის ქუჩების და საზოგადოებრივი სივრცეების განათება. |
||
|
შუალედური შედეგი (OUTPUT) |
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოწყობილი გამართული გარე განათების სისტემა. |
|
კოდი |
ქვეპროგრამის დასახელება |
საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია |
2024 წლის დაფინანსება ათას ლარში 575.0 |
|
02 05 01 |
|||
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახური |
||
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი |
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორცილედება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სკვერებისა და რეკრეაციული ზონების კეთილმოწყობა: ქვეპროგრამის მიზანია: მუნიციპალიტეტის იერსახის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით სკვერებისა და რეკრეაციული ზონების კეთილმოწყობა: |
||
|
შუალედური შედეგი (OUTPUT) |
ქვეპროგრამის ფარგლებში რეაბილიტირებული სკვერებით შეიქმნება კომფორტული და ჯანსაღი გარემო მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებისა და სტუმრებისათვის. |
|
კოდი |
ქვეპროგრამის დასახელება |
სადღესასწაულო ღონისძიებები |
2024 წლის დაფინანსება ათას ლარში 250.0 |
|
02 05 03 |
|||
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია |
||
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი |
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორცილედება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სადღესასწაულო ღონისძიებების დაფინანსება. ქვეპროგრამის მიზანია: ტრადიციული, კულტურული-სანახაოებრივი ღონისძიებების მოწყობა. |
||
|
შუალედური შედეგი (OUTPUT) |
მუნიციპალიტეტის ცნობადობის გაზრდა, მუნიციპალიტეტში კულტურული ტრადიციების ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების პოპულარიზაცია და მოსახლეობის კულტურულ ცხოვრებაში ჩართულობის ზრდა; |
|
კოდი |
ქვეპროგრამის დასახელება |
შენობების ფასადების რეაბილიტაცია |
2024 წლის დაფინანსება ათას ლარში 1014.5 |
|
02 05 04 |
|||
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახური |
||
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი |
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განხორციელდება არსებული დაზიანებულფასადიანი შენობების რეაბილიტაცია, პროექტის ფარგლებში მოხდება დაზიანებული კედლების აღდგენა, შელესვა და შეღებვა. პროგრამის განხორციელების შდეგად შექმნილი იქნება სუფთა, კომფორტული და მიმზიდველი გარემო ადგილობრივი მაცხოვრებლებისათვის და ქალაქის ვიზიტორებისათვის, ქვეპროგრამის მიზანია:. ქვეპროგრამის მიზანია შეიქმნას სუფთა, კომფორტული და მიმზიდველი გარემო ადგილობრივი მაცხოვრებლებისათვის და ქალაქის ვიზიტორებისათვის. |
||
|
შუალედური შედეგი (OUTPUT) |
რეაბილიტირებული საცხოვრებელი კორპუსების ფასადები. |
|
კოდი |
ქვეპროგრამის დასახელება |
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა |
2024 წლის დაფინანსება ათას ლარში 1200,0 |
|
02 06 |
|||
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახური |
||
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი |
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტს გამოეყოფა სპეციალური ტრანსფერი, რომლის გაანგარიშებაც ხდება შემდეგი პრინციპით: მოსახლეობის აქტიურობის გაზრდა, მოსახლეობის აზრის გათვალისწინება საკუთარი დასახლების (სოფლის) პრობლემების გადაწყეტაში; |
||
|
შუალედური შედეგი (OUTPUT) |
იმ მცირე პროექტების დაფინანსება, რომელთა პრიორიტეტულობასაც განსაზღვრავს კონკრეტული დასახლების (სოფლის) მოსახლეობის უმრავლესობა |
|
კოდი |
ქვეპროგრამის დასახელება |
სარწყავი არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია |
2024 წლის დაფინანსება ათას ლარში 250.3 |
|
02 07 |
|||
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახური |
||
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი |
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიტორიაზე სანიაღვრე არხების მოწყობის, ნაპირსამაგრი სამუშაობის და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. 2022 წლის განმავლობაში არსებული ფინანსური რესურსების ფარგლებში, პროგრამიდან შესაძლებელია განხორციელდეს სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები. ლოკაციების შერჩევა განხორციელდება მოსახლეობის მომართვიანობისა და წლის განმავლობაში წარმოქმინილი გადაუდებებლი აუცილებლობის გათვალისწინებით. პროგრამის მიზანია: სტიქიის პრევენცია. |
||
|
შუალედური შედეგი (OUTPUT) |
მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უსაფრთხოების გაზრდა; |
|
კოდი |
პროგრამის დასახელება |
საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურების შესყიდვა |
2024 წლის დაფინანსება ათას ლარში 370.0 |
|
02 08 |
|||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახური |
||
|
პროგრამის აღწერა და მიზანი |
პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვა. ამასთან, იმ ხელშეკრულებებზე რომელთა ღირებულება არ აღემატება 50.0 ათას ლარს პროექტის შემდგენი ახორციელებს შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზას. პროგრამის ფარგლებში ასევე ფინანსდება 50.0 ათას ლარზე მეტი თანხის ინფრასტრუქტურული პროექტების ტექნიკური ზედამხედველობის (საექსპერტო მომსახურების) სამუშაოების შესყიდვა. პროგრამის მიზანია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსახორციელებელი ინფრასტრუტურული პროექტებისათვის დროულად და კვალიფიციურად მოხდეს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა. ასევე, პროექტების განხორციელებისას ჩატარებული სამუშაოების ხარისხის უზრუნველყოფა მათზე მუდმივი ზედამხედველობის განხორციელების გზით. ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დროულად და კვალიფიციურად მომზადება |
||
|
საბოლოო შედეგი (OUTCOME) |
შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების მაღალი ხარისხი, ისე რომ იგი აკმაყოფილებდეს პროექტით განსაზღვრულ და ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ სამშენებლო ნორმებს (სტანდერტებს). |
|
კოდი |
პროგრამის დასახელება |
მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება |
2024 წლის დაფინანსება ათას ლარში 1,145.3 |
|
02 09 |
|||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია |
||
|
პროგრამის აღწერა და მიზანი |
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის შექმნა, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს მოსახლეობის, მ.შ. საბავშვო ეტლით მოსარგებლე პირების, შშმ პირების სწრაფ, უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება აგრეთვე მუნიციპალური ტრანსპორტის მომსახურების დაფინანსება სუბსიდიის სახით, რომლითაც განხორციელდება მუნიციპალური ტრანსპორტის გამართულად ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურება. პროგრამის მიზანია: მუნიციპალური სატრანსპორტო სერვისის შეუფერხებელი ფუნქციონირება. მუნიციპალური ტრანსპორტით მოსარგებლეთათვის კომფორტული გადაადგილება |
||
|
საბოლოო შედეგი (OUTCOME) |
მუნიციპალიტეტის მოსახლეობას და ვიზიტორებს ემსახურება თანამედროვე, კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. |
|
კოდი |
ქვეპროგრამის დასახელება |
მუნიციპალური ტრანსპორტის ხელშეწყობის ღონისძიებები |
2024 წლის დაფინანსება ათას ლარში 515.3 |
|
02 09 01 |
|||
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია |
||
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი |
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალური სატარნსპორტო სისტემის განვითარებისათვის საჭირო თანამედრო ტიპის ავტობუსების შეძენა, ასევე განხორციელდება მუნიციპალური ტრანსპორტის გასაჩერებელი ადგილების მოწყობა/მონიშვნა, ტაბლოების მოწყობა და სხვა. ქვეპროგრამის მიზანია: მოქალაქეების უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება |
||
|
შუალედური შედეგი (OUTPUT) |
მუნიციპალიტეტს გააჩნია თანამედროვე, გამართული სატრანსპორტო სისტემა მოქალაქეების უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისათვის. |
დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 2105,7 ათასი ლარი. დასუფთავება და გარემოს დაცვის პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით:
ათას ლარში
|
განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 4798,2 ათასი ლარი. განათლების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით:
ათას ლარში
|
კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 2133.1 ათასი ლარი. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით:
ათას ლარში
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კოდი |
პროგრამის დასახელება |
კულტურის სფეროს განვითარება |
2024 წლის დაფინანსება ათას ლარში 1,329.0 |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
05 02 |
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
პროგრამის აღწერა და მიზანი |
საბოლოო შედეგი (OUTCOME) |
|
კოდი |
ქვეპროგრამის დასახელება |
კულტურის სფეროს დაწესებულებების ხელშეწყობა |
2024 წლის დაფინანსება ათას ლარში 947.5 |
|
05 02 01 |
|||
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ა(ა)იპ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრი |
||
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი |
მუნიციპალიტეტში კულტურის მიმართულებით პოლიტიკას განსაზღვრავს კულტურის, სპორტისა და ახალგარდული სამსახური. სამსახური გეგმავს და ახორციელებს მასობრივ კულტურულ ღონისძიებებს, ფესტივალებს, ლიტერატურულ შემოქმედებითი საღამოებს; კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და შენარჩუნებას; კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანების, კულტურულ ღონისძიებებში აქტიურ მონაწილეობას. ახდენს მოქალაქეების ინფორმირებას და უზრუნველყოფს ღონისძიებებში მოქალაქეების ჩართულობას. ქვეპროგრამის მიზანია: კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, პატივისცემა და განვითარება; კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანების შემოქმედების წარმოჩენა, მუნიციპალიტეტში კულტურული ტრადიციების მხარდაჭერა, განვითერაბა; კულტურული თვითმყოფადობის გაცნობიერებისა და გაღრმავების ხელშეწყობა; შემოქმედებითი პროცესების სტიმულირება. |
||
|
შუალედური შედეგი (OUTPUT) |
ქვეპროგრამის განხორციელების შედეგად შესაძლებელი იქნება მასობრივი ღონისძიებების ორგანიზება, მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის ზრდა, ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების პოპულარიზაცია და მოსახლეობი სკულტურულ ცხოვრებაში ჩართულობის ზრდა; შედეგად გაზრდილი იქნება შემოქმედებით სფეროში მოღვაწე ადამიანების მოტივაცია. |
|
კოდი |
პროგრამის დასახელება |
სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა |
2024 წლის დაფინანსება ათას ლარში 341.5 |
|
05 02 02 |
|||
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანება |
||
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი |
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი 4 სამუსიკო სკოლა (ქ. ლაგოდეხის, სოფ. აფენის, სოფ. ლელიანის და სოფ. ვარდისუბნის) და 1 სამხატვრო (ქ. ლაგოდეხის) სკოლა. სამუსიკო სკოლებში გაერთიანებულია საფორტეპიანო და ვიოლინოს მიმართულებები. სამუსიკო სკოლებში 7 წლიან სამუსიკო განათლებას იღებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 216 ბავშვი აქედან 166 გოგო და 50 ბიჭი. სკოლებში დასაქმებულთა რაოდენობა შეადგენს (ადმინისტრაციული პერსონალი და პედაგოგები)40 თანამშრომელს აქედან 36 ქალი. სამხატვრო სკოლაში ბავშვები ეუფლებიან ფერწერას, ხატვას, კომპოზიციას, გობელენს, ხელოვნებათმცოდნეობას. სამხატვრო სკოლაში 5 წლიანი სამხატვრო განათლებას იღებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 40 ბავშვი აქედან 26 გოგო და 14 ბიჭი. სკოლაში სულ დასაქმებულია 3 პედაგოგი - 3 ქალი. პროგრამის ფარგლებში ასევე ფინანსდება ა(ა)იპ - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების მიმდინარე ხარჯები (ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასი). დასაქმებულთა რაოდენობა შეადგენს 18 ადამიანს, აქედან 14 ქალი და 4 მამაკაცი. სახელოვნებო განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამის მიზანია: შემოქმედებითი მიდრეკილების განვითარებისა და კლასიკური მუსიკის კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისათვის შესაბამისი პირობების შექმნა; განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული მოსწავლეების გამოვლენა; სიმღერის, ფოლკლორის, კულტურული ღონისძიებების ჩატარება მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე; უფასო, საქველმოქმედო ღონისძიებების მოწყობა; მონაწილეობის მიღება ფესტივალებში, კონკურსებში, როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ. |
||
|
შუალედური შედეგი (OUTPUT) |
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი სამუსიკო სკოლები და სამხატვრო სკოლა წლის განმავლობაში ფუნქციონირებენ შეუფერხებლად. სრულად არის დაკმაყოფილებული სამხატვრო და სამუსიკო განათლებაზე მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვებისა და მოზარდების მოთხოვნა. სკოლების მოსწავლეები მონაწილეობენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებულ კულტურულ ღონისძიებებში, ასევე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ კონკურსებსა და ფესტივალებში. ჩატარდა გეგმით გათვალისწინებული შიდა სასკოლო კონცერტები და კონკურსები, და გაერთიანების გუნდების ზეიმი 1 ივნისს, აგრეთვე 10 ივნისის გაერთიანების ღია აკადემიური კონცერტი. საახალწლო ღია კონცერტები ყველა სკოლაში, ქალთა დღისადმი მიძღვნილი კონცერტები ასევე ყველა სკოლაში. შიდა კონკურსები, პერიოდულად ტარდებოდა ღია გაკვეთილები სხვადასხვა საგნებში. ყველა კონცერტს თან ახლდა სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენები. |
|
კოდი |
პროგრამის დასახელება |
ახალგაზრდობის მხარდაჭერა |
2024 წლის დაფინანსება ათას ლარში 53.2 |
|
05 03 |
|||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ა(ა)იპ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრი |
||
|
პროგრამის აღწერა და მიზანი |
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, ახალგაზრდებისთვის არაფორმალური საგანმანათლებლო სერვისების ხელმისაწვდომობა, ახალგაზრდების ჩართულობას მასობრივ ღონისძიებებში, ახალგაზრდების ნიჭისა და უნარების თვითრეალიზებია. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მასობრივი ახალგაზრდული ღონისძიებები, ფესტივალები, გასართობი, შემეცნებითი და არაფორმალურ საგანმანათლებლო აქტივობები, ლაშქრობები. პროგრამის მიზანია: ახალგაზრდობის მხარდაჭერა, რომელიც გულისხმობს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ბავშვებისა და ახალგაზრდების თვითრეალიზაციის შესაძლებლობას, მათი საქმიანობის სტიმულირებას. მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის ინტელექტუალური, ფიზიკური და სულიერი პოტენციალის გამოვლენა, ინოვაციური იდეების მქონე საინიციატივო ჯგუფების ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში მოეწყობა ლაშქრობები, არქეოლოგიური და ახალგაზრდული ბანაკები. |
||
|
საბოლოო შედეგი (OUTCOME) |
არაფორმალური განათლების და სხვადასხვა შემეცნებით თუ ინტელექტუალურ აქტივობებში ჩართული ახალგაზრდები. ასევე ჩართულნი არიან როგორც პროგრამის დაგეგმვის პროცესში ასევე სხვადასხვა გასართობი ღონისძიებების ორგანიზებაში. ხდება მათი ნიჭისა და უნარების გამოვლენა. |
|
კოდი |
პროგრამის დასახელება |
,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭოების ინიციატივების“ დაფინანსება/თანადაფინანსება |
2024 წლის დაფინანსება ათას ლარში 55.0 |
|
05 04 |
|||
|
პროგრამის განმახორციელებელი |
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია |
||
|
პროგრამის აღწერა და მიზანი |
ერთჯერადი ან მრავალჯერადი ახალგაზრდული ღონისძიებ(ებ)ის (განათლების, კულტურის, სპორტის, ბანაკების და სხვა) ორგანიზება, არაფორმალური განათლება (ტრენინგი/სემინარი), საერთაშორისო და ადგილობრივი გაცვლითი ახალგაზრდული პროგრამების ორგანიზება და მათში მონაწილეობა, ახალგაზრდული მეწარმეობის მხარდაჭერა, ინოვაციური იდეის მხარდაჭერა, სოციალურ სფეროში განსახორციელებელი ისეთი აქტივობა, რომელიც არ ხორციელდება ადგილობრივი და სახელმწიფო სხვა პროგრამის ფარგლებში, ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრაციის ხელშეწყობა, გენდერული საკითხები, ჯანდაცვა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, მცირე ინფრასტრუქტურის განვითარება რომელიც გამომდინარეობს ახალგაზრდების ინტერესებიდან, გარემოსდაცვითი საკითხები, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების განვითარებისთვის საჭირო სხვა პროექტების განხორციელება დამტკიცებული წესის მიხედვით. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭოებს შეუძლიათ პროექტი განახორციელონ ინდივიდუალურად ან ერთობლივად. პროგრამის მიზანია: ახალგაზრდა ელექტორატის სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და კვალიფიკაციის გაზრდა, ადგილობრივ ხელისუფლებასთან სისტემური ინსტიტუციური დიალოგისა და თანამშრომლობის გზით. |
||
|
საბოლოო შედეგი (OUTCOME) |
საბიუჯეტო დაგეგმვის პროცესებში ჩართული ახალგაზრდები |
|
კოდი |
ქვეპროგრამის დასახელება |
წარმატებული ახალგაზრდების დაჯილდოება |
2024 წლის დაფინანსება ათას ლარში 140,0 |
|
05 05 |
|||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, |
||
|
პროგრამის აღწერა და მიზანი |
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლებიც სკოლის დამთავრებისთანავე იმავე წელს ჩაირიცხებიან აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში, ერთჯერადი ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით: ა) ოქროს მედალოსანი სტუდენტის ერთჯერადი ფულადი ჯილდო - 600 ლარის ოდენობით, ხოლო ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოპოვებული 100% გრანტის მოპოვების შემთხვევაში – 1 000 ლარით; ბ) ვერცხლის მედალოსანი სტუდენტის ერთჯერადი ფულადი ჯილდო - 500 ლარის ოდენობით, ხოლო ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოპოვებული 100% გრანტის მოპოვების შემთხვევაში – 1 000 ლარით; გ) უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხული სტუდენტის ერთჯერადი ფულადი ჯილდო - 400 ლარის ოდენობით, ხოლო ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოპოვებული 100% გრანტის მოპოვების შემთხვევაში – 1 000 ლარით; 2.ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლებიც, სკოლის დამთავრებისთანავე იმავე წელს ჩაირიცხებიან აკრედიტირებულ პროფესიულ სასწავლებლებში, ერთჯერადი ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს - 300 ლარის ოდენობით. 3. მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისთვის, რომლებიც აგროვებენ ორივე სემესტრში, ყველა საგანში 91 დან -100 ქულამდე ან/და GPA რეიტინგი სემესტრის მიხედვით 91 -დან ზემოთ ქულას, ერთჯერადი ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს - 1000 ლარით. 4. აკრედიტებულ პროფესიულ სასწავლებელში ჩარიცხული, მაღალი აკადემიური მოსწრების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ)სტუდენტებისთვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან და ამავე დროს ცხოვრობენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ერთჯერადი ფულადი წახალისება განისაზღვრება - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. ქვეპროგრამის მიზანია: მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობით და წახალისებით წარმატებული ახალგაზრდებისა და კვალიფიციური კადრების რაოდენობის ზრდა. ახალგაზრდებში, პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და დასაქმების ხელშეწყობა. შშმ პირთა პროფესიული განათლების დაუფლების ხელშეწყობა, მათი სოციალიზაციისა და დასაქმების რაოდენობის ზრდის მიზნით. ალკოჰოლიზმის, ლუდომანიის, აზარდტული თამაშებზე დამოკიდებული ახალგაზრდების, უმუშევრობის რიცხვის შემცირება . |
||
|
საბოლოო შედეგი (OUTCOME) |
მუნიციპალიტეტში მცხოვრები წარმატებული სტუდენტების, აბიტურიენტების, პროფესიული მიმართულებით გადამზადებულული ახალგაზრდების რაოდენობა გაზრდილია, დასაქმებული კვალიფიციური კადრების რაოდენობა გაზრდილია და შეამცირებულია ალკოჰოლიზმის, ლუდომანიის, აზარდტული თამაშებზე დამოკიდებული და უმუშევარი ახალგაზრდების რიცხვი. გაზრდილია სოციალიზირებული და დასაქმებული შშმ პირების რაოდენობა. |
|
კოდი |
ქვეპროგრამის დასახელება |
საგანმანათლებლო, ინტელექტუალურ-შემეცნებითი, კულტურული და ახალგაზრდული პროექტების თანადაფინანსება |
2024 წლის დაფინანსება ათას ლარში 35,0 |
|
05 06 |
|||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, |
||
|
პროგრამის აღწერა და მიზანი |
საგანმანათლებლო, ინტელექტუალურ-შემეცნებითი, კულტურული და ახალგაზრდული პროექტების თანადაფინანსების განხორციელდების მიზნით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა მიმართოს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ან მის ფარგლებს გარეთ რეგისტრირებულმა იურიდიულმა ან ფიზიკურმა პირმა, წარუდგინოს საპროექტო განაცხადი, რომლის შენაარსი პასუხობს საგანმანათლებლო, ინტელექტუალურ-შემეცნებით, კულტურულ ან/და ახალგაზრდული მიმართულების ხელშეწყობას და განვითარებას, ასევე დაურთოს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება და მოითხოვოს მიზნობრი თანადაფინანსების თანხა. საგანმანათლებლო, ინტელექტუალურ-შემეცნებითი, კულტურული და ახალგაზრდული პროექტების თანადაფინანსების ოდენობა განისაზღვრება არაუმეტეს - 35000 ლარისა. ქვეპროგრამის მიზანია: გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა, არაფორმალური განათლების მიღებით დაინტერესებული ახალგაზრდების რაოდენობის ზრდა, პასუხისმგებლიანი მოქალაქეების რაოდენობის ზრდა, მავნე დამოკიდებულებებით (ნარკომანია, ალკოჰოლიზმი, ლუდომანია და ა.შ) დაინტერესებული ახალგაზრდების რიცხვის შემცირება, საგანმანათლებლო, ინტელექტუალურ-შემეცნებითი, კულტურული და ახალგაზრდული პროგრამების განხორციელებით. |
||
|
საბოლოო შედეგი (OUTCOME) |
განხორციელებულია საგანმანათლებლო, ინტელექტუალურ-შემეცნებითი, კულტურული და ახალგაზრდული პროგრამები, გაზრდილია გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობა, გაზრდილია არაფორმალური განათლების მიღებით დაინტერესებული ახალგაზრდების რიცხვი, გაზრდილია პასუხისმგებლიანი მოქალაქეები რაოდენობა, შემცირებულია მავნე დამოკიდებულებებით (ნარკომანია, ალკოჰოლიზმი, ლუდომანია და ა.შ) დაინტერესებული ახალგაზრდების რიცხვი. |
|
კოდი |
ქვეპროგრამის დასახელება |
წარმატებული ქორეოგრაფიული ან/და ფოლკლორული ანსამბლების თანადაფინანსება |
2024 წლის დაფინანსება ათას ლარში 22,0 |
|
05 07 |
|||
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, |
||
|
პროგრამის აღწერა და მიზანი |
საქართველოს მასშტაბით ფესტივალ -კონკურსებზე გამარჯვებული, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სახელით მონაწილე ქორეოგრაფიული ან/და ფოლკლორული ანსამბლი, რომელიც რეგისტრირებულია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და ბოლო 3 წლის განმავლობაში უწყვეტად ახორციელებს ზ/აღნიშნულ საქმინობას, ანსამბლის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, ფორმების, აქსესუარების, მუსიკალური ინსტრუმენტების ან/და სხვა მსგავსი რეკვიზიტების შესაძენად, წელიწადში ერთხელ, ერთჯერადი თანადაფინანსების სახით, განისაზღვროს - 2000 ლარი. ქვეპროგრამის მიზანია: მუნიციპალიტეტში მოქმედი ქორეოგრაფიული ან/და ფოლკლორული ანსამბლების ხელშეწყობით, ხელოვნების სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდების რიცხვის ზრდა, დარგის (ხალხური შემოქმედების) კულტურული მრავალფეროვნების პოპულარიზაცია და მუნიციპალიტეტის ცნობადობის გაზრდა, ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ ფესტივალებზე/კონკურსებზე მონაწილეობით. |
||
|
საბოლოო შედეგი (OUTCOME) |
გაზრდილია ქორეოგრაფიული და ფოლკლორული სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდების რიცხვი, ახალგაზრდებში პოპულარულია კულტურული მრავალფეროვნებისა და ხალხური შემოქმედების დარგი, გაზრდილია ქვეყნის შიგნით და ქვეყნის ფარგლებს გარეთ ფესტივალებში/კონკურსებში მონაწილეობის რიცხვი და გაზრდილია ცნობადობა მუნიციპალიტეტის შესახებ. |
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1580,4 ათასი ლარი. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით:
ათას ლარში
სოციალური დაცვა პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებების უზრუნველყოფას. მზრუნველობამოკლებულთათვის უფასო კვებითა და ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას, სხვა სოციალური პროგრამებს, რომლებიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
|
ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათ. ლარში
|
წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა და დაწესებულებებმა შესაძლებელია გამოიყენონ 2024 წელს მათთვის გამოყოფილი ასიგნებები იმ პირობით, რომ არ დაიშვება ახალი დავალიანების დაგროვება, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნულ ორგანიზაციებს.
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 227 700 ლარი.
ბ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 4000 ლარი.
გ) საქრთველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორცილებისათვის 19 200 ლარი.
2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება.
2. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 დეკემბრის №27 დადგენილება, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.167.016550.
|