„სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 9 თებერვლის N 1-1/40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/546 |
|
2023 წლის 29 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 9 თებერვლის N 1-1/40 ბრძანებით (WWW.matsne.gov.ge, 09.02.2023, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.22.024.016782) დამტკიცებულ „სიმძლავრის აუქციონის წესები“ (შემდგომ – წესი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. წესის მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7-12 პუნქტები: „7. იმ შემთხვევაში თუ, მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციაში შესვლიდან ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, სადგურის რეზერვუარის სასარგებლო წყლის მოცულობა შემცირდება 10%-ზე მეტით, მაგრამ 15%-ზე ნაკლებით, დაინტერესებულ პირს შეუმცირდება შეთავაზებული ტარიფი 10 %-ით;“ „8. იმ შემთხვევაში თუ, მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციაში შესვლიდან ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, სადგურის რეზერვუარის სასარგებლო წყლის მოცულობა შემცირდება 15%-ზე მეტით, მაგრამ 30%-ზე ნაკლებით დაინტერესებულ პირს შეუმცირდება შეთავაზებული ტარიფი 30 %-ით;“ „9. იმ შემთხვევაში თუ, მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციაში შესვლიდან ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, სადგურის რეზერვუარის სასარგებლო წყლის მოცულობა შემცირდება 30%-ზე მეტით, დაინტერესებულ პირს შეუმცირდება შეთავაზებული ტარიფი 100 %-ით;“ „10. იმ შემთხვევაში თუ, სადგურის ექსპლუატაციაში შესვლიდან ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობის ნომინალური სიმძლავრე და ნომინალური ტევადობა შემცირდება 10%-ზე მეტით, მაგრამ 15%-ზე ნაკლებით, დაინტერესებულ პირს შეუმცირდება შეთავაზებული ტარიფი 10 %-ით;“ „11. იმ შემთხვევაში თუ, სადგურის ექსპლუატაციაში შესვლიდან ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობის ნომინალური სიმძლავრე და ნომინალური ტევადობა შემცირდება 15%-ზე მეტით, მაგრამ 30%-ზე ნაკლებით დაინტერესებულ პირს შეუმცირდება შეთავაზებული ტარიფი 30 %-ით;“
„12. იმ შემთხვევაში თუ, სადგურის ექსპლუატაციაში შესვლიდან ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობის ნომინალური სიმძლავრე და ნომინალური ტევადობა შემცირდება 30%-ზე მეტით, დაინტერესებულ პირს შეუმცირდება შეთავაზებული ტარიფი 100 % -ით;“. „9. დაინტერესებული პირის მიერ შემოთავაზებული პროექტის დადგმული სიმძლავრე, არ უნდა აღემატებოდეს თითოეულ კატეგორიაში გამოცხადებული სიმძლავრის 70%-ს, (სამოცდაათი), გარდა მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურებისა და ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობით განხორციელებულ პროექტებისა.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 9 თებერვლის N 1-1/40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 9 თებერვლის N 1-1/40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.12.2023.
- როდის იქნა მიღებული „სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 9 თებერვლის N 1-1/40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- „სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 9 თებერვლის N 1-1/40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 29.12.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1-1/546. სარეგისტრაციო კოდი — 010320000.22.024.016841.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 9 თებერვლის N 1-1/40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 9 თებერვლის N 1-1/40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 9 თებერვლის N 1-1/40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.12.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 9 თებერვლის N 1-1/40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №1-1/546, 29.12.2023, სარეგისტრაციო კოდი 010320000.22.024.016841 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6059417/