“ამომრჩეველთა სიებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანის ვადების განსაზღვრის შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციოკოდი 010.210.010.15.008.007.704
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №10/2005
ამომრჩეველთა სიებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანის ვადების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� 29-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ� და ,,ყ� ქვეპუნქტების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1. საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული სუბიექტების მიერ ამომრჩეველთა მონაცემებსა და ამომრჩეველთა სიებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანის მოთხოვნის საბოლოო ვადად განისაზღვროს 2005 წლის 13 სექტემბერი.
მუხლი 2. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ამომრჩეველთა მონაცემებში/სიებში ცვლილებების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საბოლოო ვადად განისაზღვროს 2005 წლის 14 სექტემბერი.
მუხლი 3. საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა მონაცემებში/სიებში ცვლილებების შეტანის შესახებ დაუყოვნებლივ გადაეცემა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას.
მუხლი 4. ამომრჩეველთა მონაცემებში/სიებში ცვლილებების შეტანაზე უარის თქმის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში გასაჩივრების საბოლოო ვადად განისაზღვროს 2005 წლის 15 სექტემბერი.
მუხლი 5. შესაბამისი სასამართლოს მიერ ამ დადგენილების მე-4 მუხლში აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების საბოლოო ვადად განისაზღვროს 2005 წლის 18 სექტემბერი.
მუხლი 6. სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების საოლქო საარჩევნო კომისიისათვის გადაცემის საბოლოო ვადად განისაზღვროს 2005 წლის 19 სექტემბერი. საოლქო საარჩევნო კომისია დაუყოვნებლივ აწვდის ინფორმაციას საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას. საარჩევნო კომისიებს სათანადო ცვლილება ამომრჩეველთა სიებში შეაქვთ დაუყოვნებლივ.�� �
მუხლი 7. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ. №1ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 8. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე �� ��გია ქავთარაძე
კომისიის მდივანი��� � �გურამ ჩალაგაშვილი
2005 წლის 6 სექტემბერი