2. აქტიურ რეზერვში თანამდებობის დაკავების მსურველი უნდა დარეგისტრირდეს საქართველო თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ოფიციალურ ვებგვერდზე (www.mod.gov.ge).
3. რეგისტრირებული პირები გადიან შერჩევას, რომელსაც ახორციელებს შერჩევის კომისია/კომისიები (შემდგომში – კომისია).
4. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
5. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი.
6. კომისია გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრის საფუძველზე. გადაწყვეტილება მიღებული იქნება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი, ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება კომისიის თავმჯდომარის ხმა.
7. კომისია უფლებამოსილია მოიწვიოს შესაბამისი დარგის სპეციალისტები შეფასების პროცესში მონაწილეობისათვი