ა) იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის;

ბ) იგი სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლდა სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველი საქციელისათვის ან ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფის ან დარღვევისათვის, რომელიც მიმართულია სამხედრო სამსახურის/სამხედრო მოსამსახურის და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ;

გ) მან არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს;

დ) მას სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს საჯარო სამსახურში შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;

ე) იგი სასამართლომ მხარდამჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

ვ) პირი, რომლის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, შესაბამისი ორგანოს მიერ სათანადო გადაწყვეტილების მიღებამდე;

ზ) იგი არის თავდაცვის კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილებით განსაზღვრული პირი.

2. სამხედრო სამსახურიდან დისციპლინური გადაცდომისათვის გათავისუფლებული პირი აქტიურ რეზერვში შეიძლება მიღებულ იქნეს ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის გადაწყვეტილები