ა) პირს, რომელსაც გავლილი აქვს სამხედრო სამსახური;
ბ) პირს, რომელიც არ იმყოფება წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე;
გ) ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს, რომელსაც არ აქვს გავლილი სამხედრო სამსახური;
დ) ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელსაც არ აქვს გავლილი სამხედრო სამსახური;
ე) პირს, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გადავადებული აქვს, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა და რომლის ასაკი არ აღემატება 22 წელს, გარდა ამ პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევისა.
2. ტერიტორიულ რეზერვში მისაღები კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს თანამდებობრივ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ამ წესის №1 დანართის შესაბამისად.
3. ტერიტორიული რეზერვის დაკომპლექტებისას პრიორიტეტი შეიძლება მიენიჭოს იმ კანდიდატს:
ა) რომელიც არის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი;
ბ) რომელსაც არ შესრულებია 51 წელი;
გ) რომელსაც აქვს შესაბამისი სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობა;
დ) რომელმაც ტერიტორიულ რეზერვში იმსახურა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კონტრაქტის ვადით და კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო.
4. ტერიტორიულ რეზერვში მიიღებიან რიგითიდან მთავარი სერჟანტის ჩათვლით და ლეიტენანტიდან მაიორის ჩათვლით სამხედრო წოდების მქონე პირები, ხოლო ვიცე-პოლკოვნიკის სამხედრო წოდების მქონე პირთა მიღება დასაშვებია საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის გადაწყვეტილებით.
5. ტერიტორიულ რეზერვში მყოფ პირს მორიგი სამხედრო წოდება ენიჭება ამ წესის №1 და №3 დანართებით განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდე