2. სპეციალისტთა რეზერვის დაკომპლექტებისას პრიორიტეტი შეიძლება მიენიჭოს იმ კანდიდატს:
ა) რომელსაც არ შესრულებია 51 წელი;
ბ) რომელსაც აქვს შესაბამისი სპეციალობით მუშაობის სხვა კანდიდატებზე მეტი გამოცდილება;
გ) რომელსაც გავლილი აქვს სამხედრო სამსახური;
დ) სპეციალისტთა რეზერვში იმსახურა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კონტრაქტის ვადით და კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო.
3. სპეციალისტთა რეზერვში მყოფ პირს მორიგი სამხედრო წოდება მიენიჭება ამ წესის №2 და №3 დანართებით განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდე