2. აქტიურ რეზერვში მისაღებად ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიის მიერ შერჩეულ პირს (შემდგომში – კანდიდატი) უტარდება:

ა) სპეციალური შემოწმება, რომელსაც ახორციელებს სამინისტროს უფლებამოსილი სამსახური/ქვედანაყოფი;

ბ) სამედიცინო შემოწმება, რომელიც გულისხმობს კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას სამხედრო-სამედიცინო კომისიის მიერ, სამხედრო სამსახურისათვის შესაბამისობის დასადგენად.

გ) გასაუბრება, რომელიც გულისხმობს კანდიდატის პროფესიული ცოდნის, კვალიფიკაციის, პიროვნული თვისებების, მოტივაციისა და უნარ-ჩვევების განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას.

3. სპეციალისტთა რეზერვში მისაღებად კანდიდატს საჭიროების შემთხვევაში დამატებით უტარდება პროფესიული ან ტექნიკური ცოდნის დონის შემოწმება, რაც გულისხმობს ამ წესის №2 დანართით განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისი ცოდნისა და უნარების შემოწმებას პრაქტიკული დავალების/დავალებების მეშვეობით.

4. კანდიდატს, ფიზიკური მომზადების დონის დასადგენად უტარდება ტესტირება, რომლის შედეგები გავლენას არ ახდენს აქტიურ რეზერვში მიღებაზე და აქვს მხოლოდ ინფორმაციული მნიშვნელობა პირის ფიზიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

5. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, ხოლო სპეციალისტთა რეზერვში მისაღები კანდიდატის შემთხვევაში, ასევე მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შედეგების გათვალისწინებით, კომისია იღებს გადაწყვეტილებას აქტიური რეზერვის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატის დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე. გადაწყვეტილება უნდა აისახოს კომისიის სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.

6. კომისიის დადებითი რეკომენდაციის საფუძველზე, უფლებამოსილი თანამდებობის პირი გამოსცემს ბრძანებას კანდიდატის აქტიურ რეზერვში შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის შესახე