,,უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის ხელშეწყობის სპეციალური სახელმწიფო პროგრამის დამტკიცებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 26 ივლისის №374 ბრძანებაში და ბრძანებით დამტკიცებულ ,,უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის ხელშეწყობის სპეციალურ სახელმწიფო პროგრამაში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№564
სარეგისტრაციო კოდი
190.020.060.22.022.007.804
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 123, 17/10/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.020.060.22.022.007.804

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  

ბრძანება №564

2005 წლის 17 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის ხელშეწყობის სპეციალური სახელმწიფო პროგრამის დამტკიცებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 26 ივლისის №374 ბრძანებაში და ბრძანებით დამტკიცებულ ,,უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის ხელშეწყობის სპეციალურ სახელმწიფო პროგრამაში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად:

1. ,,უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის ხელშეწყობის სპეციალური სახელმწიფო პროგრამის დამტკიცებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 26 ივლისის №374 ბრძანებაში (სსმ III, 2005 წ., №90, მუხ. 1028) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-2 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) ამ ბრძანების 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის;”

ბ) ამოღებულ იქნეს მე-4 პუნქტი;

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. განცხადებას სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ თან უნდა დაერთოს უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, აგრეთვე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის სერტიფიკატი – ჩაბარების შემთხვევაში.”

2. ,,უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქართველოს აკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის ხელშეწყობის სპეციალურ სახელმწიფო პროგრამის” მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. მოსალოდნელი შედეგები და ეფექტურობა

* 2005-2006 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაფინანსების ფარგლებში გამოიყოფა 80 სახელმწიფო სასწავლო გრანტი. ისინი განაწილდება 3 კატეგორიის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე:

1. აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებმაც მიიღეს საქართველოს მოქალაქეებისთვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად საკმარისი ქულების რაოდენობა.

2. ამ პროგრამით გათვალისწინებული ისტორიული ემიგრანტები (ემიგრანტების შთამომავლები), რომლებიც აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩაირიცხნენ.

3. იმ ქვეყნების მოქალაქეები, სადაც საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ უფასოდ მიიღონ უმაღლესი განათლება.

4. იმ ქვეყნის მოქალაქეები, რომელთა წინაშე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სახელმწიფოს აღებული აქვს სპეციალური ვალდებულება აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეების შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების დაფინანსებასთან დაკავშირებით.”

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია