„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4363-XIVმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
040170310.05.001.102305
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/07/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 96) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-11 მუხლის მე-4−მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვა შეიძლება გაიცეს როგორც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებართვის საფუძველზე, ისე მის გარეშე. ამასთანავე, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების 1 ნებართვით დასაშვებია არაუმეტეს 2 ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებგვერდების ორგანიზება. ამ შემთხვევაში 2 ინტერნეტდომენისა და ვებგვერდის არსებობისას 1 ინტერნეტდომენი და ვებგვერდი გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის, ხოლო მეორე − უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის. მხოლოდ 1 ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებგვერდის ორგანიზების შემთხვევაში იგი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის, ან მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის, ან როგორც საქართველოს მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის.

5. სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვა შეიძლება გაიცეს როგორც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებართვის საფუძველზე, ისე მის გარეშე. ამასთანავე, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების 1 ნებართვით დასაშვებია არაუმეტეს 2 ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებგვერდების ორგანიზება. ამ შემთხვევაში 2 ინტერნეტდომენისა და ვებგვერდის არსებობისას 1 ინტერნეტდომენი და ვებგვერდი გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის, ხოლო მეორე − უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის. მხოლოდ 1 ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებგვერდის ორგანიზების შემთხვევაში იგი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის, ან მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის, ან როგორც საქართველოს მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის.

6. სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვა გაიცემა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებართვის საფუძველზე. ამასთანავე, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების 1 ნებართვით დასაშვებია არაუმეტეს 2 ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებგვერდების ორგანიზება. ამ შემთხვევაში 2 ინტერნეტდომენისა და ვებგვერდის არსებობისას 1 ინტერნეტდომენი და ვებგვერდი გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის, ხოლო მეორე − უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის. მხოლოდ 1 ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებგვერდის ორგანიზების შემთხვევაში იგი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის, ან მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის, ან როგორც საქართველოს მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის.“.

2. მე-12 მუხლის 1პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ფაქტობრივი მისამართი, საიდანაც მოხდება მომგებიანი თამაშობების მართვა და ორგანიზება, აგრეთვე სასერვერო ინფრასტრუქტურის საქართველოს ტერიტორიაზე განთავსების ადგილი (მისამართი);“.

3. მე-19 მუხლის 1პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ფაქტობრივი მისამართი, საიდანაც მოხდება თამაშობის მართვა და ორგანიზება, აგრეთვე სასერვერო ინფრასტრუქტურის საქართველოს ტერიტორიაზე განთავსების ადგილი (მისამართი);“.

4. მე-20 მუხლის 1პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ფაქტობრივი მისამართი, საიდანაც მოხდება თამაშობის მართვა და ორგანიზება, აგრეთვე სასერვერო ინფრასტრუქტურის საქართველოს ტერიტორიაზე განთავსების ადგილი (მისამართი);“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 დეკემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

27 ივნისი 2024 წ.

N4363-XIVმს-Xმპ