გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი ყოველწლიურად ატარებს თვითრეგულირების სისტემის აუდიტს და დეტალურ ანგარიშს წარუდგენს კომისიას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, ასევე წინა წელს საქართველოს კანონმდებლობის, ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ ანგარიშის წარდგენის  ვალდებულებების შესაბამისად.

ანგარიში უნდა შეიცავდეს ინფორმაციას:

ა) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ კოდექსის დარღვევებთან დაკავშირებით მიღებული საჩივრებისა დ მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე;

ბ) საჩივრების (სააპელაციო საჩივრების) განხილვის წესების შესახებ;

გ) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის თანამშრომლების მიერ კოდექსის დარღვევის, განმეორებითი დარღვევების და დარღვევების აღმოსაფხვრელად გატარებული პრევენციული ღონისძიებების თაობაზე;

დ) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის მიერ მისი თანამშრომლების გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ჩატარებული ღონისძიებების თაობაზ