საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყებრივი ჯილდოების ნიმუშების, დაჯილდოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 05.07.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №01-290
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.030.016298
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/07/2024
matsne.gov.ge 200 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 26.06.2025 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიისა და კომუნიკაციების დირექტორატის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 90% 26.06.2025 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 90% 25.06.2025 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 90% 26.06.2025 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 89% 27.06.2025

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყებრივი ჯილდოების ნიმუშების, დაჯილდოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება  №01-290 2024 წლის 5 ივლისი ქ. თბილისი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყებრივი ჯილდოების ნიმუშების, დაჯილდოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ქ​1“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყებრივი ჯილდოების: ა) სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უწყებრივი ჯილდოს – სულხან-საბა ორბელიანის სახელობის მედლის ნიმუში და სულხან-საბა ორბელიანის სახელობის მედლით დაჯილდოების სერტიფიკატის ფორმები თანდართული სახით (დანართი №1); ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მადლობის სიგელის  ფორმა თანდართული სახით (დანართი №4); გ) აკაკი ჩხენკელის სახელობის უწყებრივი ჯილდოს – აკაკი ჩხენკელის სახელობის მედლის ნიმუში და აკაკი ჩხენკელის სახელობის მედლით დაჯილდოების სერტიფიკატის ფორმები თანდართული სახით (დანართი №5). 2. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყებრივი ჯილდოებით დაჯილდოების თანდართული წესი და პირობები (დანართი №2). 3. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყებრივ ჯილდოებზე წარდგენის თანდართული ფორმა (დანართი №3). 4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყებრივი ჯილდოების ნიმუშების, დაჯილდოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2020 წლის 24 დეკემბრის №01-226 ბრძანება. 5. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საგარეო საქმეთა მინისტრიილია დარჩიაშვილი