საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-563
სარეგისტრაციო კოდი
010320020.22.030.016354
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/06/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01-563

2025 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 5 ივნისის №195 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის  შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობათა დეპარტამენტის თანდართული დებულება. 
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 21 თებერვლის №36 ბრძანება და ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 21 თებერვლის №37 ბრძანება. 
3. ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან.

 

 


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიმაკა ბოჭორიშვილი