„მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №233 |
|
2024 წლის 15 ივლისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში (სსმ, №155, 29/11/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის“:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი: „რ) სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი მომსახურება.“. 2. 71 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით მომსახურებისა და სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი მომსახურების შერჩევითი კონტროლი ხორციელდება სააგენტოს მიერ საქმიანობის დაწყების შესახებ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 2 თვის განმავლობაში.“. 3. 73 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 74 მუხლი: „მუხლი 74. სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი მომსახურების მიმწოდებელი ყველა დაწესებულება ვალდებულია, 2025 წლის 1 იანვრამდე თავისი საქმიანობა შესაბამისობაში მოიყვანოს ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ დამატებით პირობებთან და შეტყობინება საქმიანობის დაწყების თაობაზე წარადგინოს სააგენტოში.“. 4. მე-13 მუხლით განსაზღვრული ცხრილის XIII თავის („პირობები ქიმიოთერაპიული მომსახურების მიმწოდებელთათვის“): ა) პირველი პუნქტის შენიშვნის გრაფას დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) ერთ დაწესებულებაში ქიმიოთერაპიული სერვისის რამდენიმე ერთეულის (მათ შორის, ამბულატორიული და სტაციონარული) არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია ერთი სარეგისტრაციო სივრცის გამოყენება.“; ბ) მე-2 პუნქტს შენიშვნის გრაფაში დაემატოს შემდეგი შინაარსის ტექსტი: „ერთ დაწესებულებაში ქიმიოთერაპიული სერვისის რამდენიმე ერთეულის (მათ შორის, ამბულატორიული და სტაციონარული) არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია ერთი მოსაცდელი სივრცის გამოყენება.“; გ) მე-4 პუნქტის 4.11 პუნქტის შენიშვნის გრაფას დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) შესაძლებელია სანიტარიული კვანძის განთავსება დარბაზის შესასვლელის მიმდებარედ.“; დ) მე-5 პუნქტს შენიშვნის გრაფაში დაემატოს შემდეგი შინაარსის ტექსტი: „ერთ დაწესებულებაში ქიმიოთერაპიული სერვისის რამდენიმე ერთეულის (მათ შორის, ამბულატორიული და სტაციონარული) არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია ერთი ასეთი ოთახის არსებობა, საიდანაც გახსნილი მედიკამენტების საპროცედუროში ტრანსპორტირება ხორციელდება დროულად, სპეციალური სატრანსპორტო კონტეინერებითა და პროტოკოლით გაწერილი ფიქსირებული მარშრუტით (სერვისების სხვადასხვა სართულზე განთავსების შემთხვევაში, თუ დაშორება 2 და მეტი სართულია, მედიკამენტების ქიმიოთერაპიული სერვისების სივრცეებს შორის ტრანსპორტირებისთვის გამოყენებული უნდა იქნეს ლიფტი) ფარმაკო-ქიმიური თვისებების შენარჩუნებისა და სტერილობის დარღვევის პრევენციის უზრუნველყოფით.“; ე) მე-5 პუნქტის 5.1 და 5.2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ვ) მე-5 პუნქტის 5.3 პუნქტს შენიშვნის გრაფაში დაემატოს შემდეგი შინაარსის ტექსტი: „აღნიშნული პირობის დასაკმაყოფილებლად მედიკამენტების გასაცემად დამოუკიდებელი კარის/ფანჯრის არარსებობისას, ნაკადების მართვის უზრუნველყოფისთვის შესაძლებელია სათანადო პროტოკოლის (მათ შორის, დროში გამიჯვნის) გამოყენება.“; ზ) მე-14 პუნქტის შენიშვნის გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „არ არის სავალდებულო: ა) სტაციონარული დაწესებულებისთვის (გადაუდებელი დახმარების (EMERGENCY)/რეანიმაციის სერვისის არსებობის შემთხვევაში) ან მათ შენობაში განთავსებული დიალიზის ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლებისთვის; ბ) მაღალი რისკის სამედიცინო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისთვის, რომლებსაც აქვთ გადაუდებელი დახმარების (EMERGENCY) განყოფილება/ერთეული/მომსახურება.“. 5. მე-13 მუხლით განსაზღვრულ ცხრილს დაემატოს შემდეგი შინაარსის XIV თავი:
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.07.2024.
- როდის იქნა მიღებული „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 15.07.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №233. სარეგისტრაციო კოდი — 470030000.10.003.024627.
- რამდენი მუხლისგან შედგება „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.07.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №233, 15.07.2024, სარეგისტრაციო კოდი 470030000.10.003.024627 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6227577/