„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1198 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1198 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება
№68
2024 წლის 16 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1198 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1198 ბრძანებაში (ვებგვერდი, 11/10/2013, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016214) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის:
ა) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) თავდაცვის ძალების ტერიტორიული რეზერვისა და მობილიზაციის მართვის ღონისძიებათა დაგეგმვა, კოორდინაცია და აღსრულება კომპეტენციის ფარგლებში;”;
ბ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ) კომპეტენციის ფარგლებში მობილიზაციის სისტემის მართვისა და განვითარების ღონისძიებათა დაგეგმვაში მონაწილეობა;“;
გ) „ჟ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჟ) ტერიტორიული რეზერვის რეკრუტირებაში მონაწილეობა სსიპ – სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულ სააგენტოსთან კოორდინაციით;“.
2. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) თავდაცვის ძალების მეთაურს წარუდგენს წინადადებებს და აწვდის დასამტკიცებლად გეგმებსა და პროგრამებს ეროვნული გვარდიის საქმიანობასთან, აგრეთვე რეზერვისტთა მომზადება/გადამზადებასა და ტერიტორიული რეზერვის რეკრუტირებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით;“.
3. მე-4 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ბ" და „ბ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველო;
ბ1) ტერიტორიული რეზერვის რეკრუტირებისა და მობილიზაციის მართვის სამსახური;";
ბ) მე-2 პუნქტის „ბ" და „ბ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველო:
ბ.ა) ახორციელებს ქვეყნის სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემაში ჩართულ საჯარო დაწესებულებებთან კოორდინაციას;
ბ.ბ) უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს ეროვნული გვარდიის რეაგირების სისტემის მართვას;
ბ.გ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საგანგებო სიტუაციებით გამოწვეული სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვას, მართვას და აღსრულებას, ეროვნული გვარდიის შტაბთან კოორდინაციით;
ბ.დ) ახორციელებს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისათვის ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფების მომზადების უზრუნველყოფას;
ბ1) ტერიტორიული რეზერვის რეკრუტირებისა და მობილიზაციის მართვის სამსახური:
ბ1.ა) ახორციელებს სამობილიზაციო რეზერვის მართვას, სამინისტროს სისტემის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან/ერთეულებთან კოორდინაციაში;
ბ1.ბ) ახორციელებს სამობილიზაციო გეგმების შემუშავებას, კოორდინაციასა და აღსრულებას კომპეტენციის ფარგლებში;
ბ1.გ) მონაწილეობს თავდაცვის ძალების რეზერვის მობილიზაციის სისტემის მართვისა და განვითარების ღონისძიებათა დაგეგმვაში;
ბ1.დ) სსიპ – სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულ სააგენტოსთან კოორდინაციით მონაწილეობს ტერიტორიული რეზერვის რეკრუტირებაში, მსურველთა რეგისტრაციასა და შერჩევის ღონისძიებებში.“.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 20 აგვისტოდან.
საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1198 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1198 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.08.2024.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1198 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1198 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 16.08.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №68. სარეგისტრაციო კოდი — 120340000.22.026.017245.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1198 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1198 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1198 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.08.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1198 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №68, 16.08.2024, სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.017245 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.08.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6249119/